სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის
სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლა
პრაქტიკული კვლევა.
თემა: ,,როგორ შევუწყოთ
ხელი მოსწავლეებში ქცევის თვითმართვას, სხვადასხვა
სტრატეგიების გამოყენებით.“
საგანი: ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები ;
ინგლისური ენა
მასწავლებლები: ფიქრია
მახარაშვილი
რუსუდან მერკვილაძე
2017-2018
სასწავლო წელი
სარჩევი
შესავალი
წინამდებარე
ნაშრომი წარმოადგენს სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლის მასწავლებლების მიერ ჩატარებული პრაქტიკული კვლევის ანგარიშს.
Ø პრაქტიკული კვლევის ობიექტი - სსიპ ხაშურის
მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლა.
Ø კლასი: მე-5, მე-8
Ø საგანი: ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები; უცხო ენა (ინგლისური ენა)
Ø საკვლევი საკითხი: მოსწავლეებში ქცევის თვითმართვის ხელის
შეწყობა, სტრატეგიების დაუფლება.
Ø მე-5 კლასის მასწავლებელი:
ფიქრია მახარაშვილი
Ø მე-8 კლასის მასწავლებელი: რუსუდან
მერკვილაძე
რას გულისხმობს მოსწავლეთა ქცევის თვითმართვა? როგორ შევუწყოთ
ხელი მოსწავლეთა ქცევის თვითმართვას? და
რატომ არის ეს ძალზედ მნიშვნელოვანი?
იმ პედაგოგიურ უნარებს შორის, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ საგნის კარგი სპეციალისტი წარმატებული მასწავლებელი იყოს, მოსწავლეთა ქცევის მართვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია.
მასწავლებელი უნდა ფლობდეს იმ უნარ-ჩვევებს, რომ მოსწავლისათვის კლასში შექმნას
უსაფრთხო და ეფექტური გარემო. თუ მასწავლებელი არ არის სათანადოდ მომზადებული და არ შეუძლია მოსწავლის ქცევის ეფექტური მართვა, ამან შესაძლოა განაპირობოს მოსწავლეთა დაბალი მოსწრება და რთულად სამართავი ქცევის გაძლიერება. განსაკუთრებით ეს ეხება სარისკო ქცევის მოსწავლეებს.
დიდი მნიშნელობა ენიჭება მოსწავლეთა ქცევის
თვითმართვას, რადგან კლასის ეფექტური მართვის გარეშე შეუძლებელია, სკოლა უსაფრთხოდ ჩაითვალოს. მნიშვნელოვანია
მოსწავლემ შეძლოს საკუთარი ქცევის რეგულირება საგაკვეთილო პროცესში, რადგან თუ
ქცევა არ არის თვითკონტროლირებადი, სასწავლო პროცესი აღარ არის სრულყოფილი, ხარისხიანი.
წარმოდგენილი ნაშრომი არის პრაქტიკული კვლევის ანგარიში.
იგი ეძღვნება როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლეებში
ქცევის თვითმართვას, სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებით.
თემის აქტუალობა
რატომ არის
მნიშვნელოვანი თვითმართვადი ქცევის უნარების
სწავლება?
ჯანსაღი ემოციური განვითარებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება და თვითკონტროლირებადი გონება, რომელიც აისახება
მოსწავლის ქცევაზე ბავშვებს საშუალებას აძლევს:
o
ამოიცნონ და მართონ თავიანთი ემოციები
o
განიმტკიცონ თავდაჯერება და თვითშეფასება
o
გადაჭრან კონფლიქტები უფრო ადვილად და ნაკლებაგრესიულად
o
თავიდან აიცილონ თანატოლებისგან გარიყვა
o
უკეთესი შედეგები ჰქონდეთ სწავლაში
o
გამოიმუშაონ ურთიერთპატივისცემის, ურთიერთგაგებისა და ურთიერთშემეცნების ჩვევები.
o
შეამცირონ
დანაშაულის
ჩადენისა
და ძალადობის რისკი
o
ჩამოყალიბდეს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, იყოს კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე.
o
გამოიმუშაონ ადამიანის უფლებების დაცვისა და პიროვნების პატივისცემის უნარი
მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ჩვენთაგანი
ორიენტირებულნი ვართ მოსწავლეებზე, ვზრუნავთ ეფექტური სასწავლო გარემოს შექმნაზე,
აღმოჩნდა, რომ კლასში, საგაკვეთილო პროცესის დროს მაინც იჩენს თავი გარკვეულმა
პრობლემები, კერძოდ მოსწავლეებს უჭირთ
ქცევის თვითმართვა.
კოლეგების სამუშაო შეხვედრაზე წამოიჭრა
აღნიშნული პრობლემა და აღმოჩნდა, რომ, როგორც მე-5, ისე მე-8 კლასში მოსწავლის
ქცევასთან დაკავშირებით პრობლემა გვქონდა ორივე საგნის, როგორც ისტ-ის, ისე
ინგლისური ენის მასწავებელს. ვწუხდით, რომ მოსწავლეები ვერ ახერხებენ საკუთარი
ქცევის რეგულირებას, რომ ხშირად გვიწევს ქცევის წესების შეხსენება. სწორედ
აღნიშნული პრობლემის გამოვლენის შემდეგ ჩავთვალეთ, რომ საჭირო იყო გვეკვლია
პრობლემის მიზეზი, როგორც ჩვენს პედაგოგიურ პრაქტიკაში, ისე სამეცნიერო დონეზე.
ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია დავნერგოთ
სხვადასხვა სტრატეგიები, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა სასურველი ქცევის დადებითად
განმტკიცებას და მოსწავლეთა ქცევის თვითრეგულირების ხელშეწყობას. რაც მომავალში
დაგვეხმარება უკეთ წარვმართოთ საგაკვეთილო პროცესი და ასევე გვექნება საშუალება
ჩვენს პედაგოგიურ პრაქტიკაზე დაკვირვების შედეგად გამოცდილება გავუზიაროთ
კოლეგა-მასწავლებლებს.
თუ არ მოხდება ქცევის თვითრეგულირება მოსწავლეს
არ ჩამოუყალიბდება სოციალური უნარ-ჩვევები, გაუჭირდება სოციუმთან ურთიერთობა, ამ უნარების
განვითარებაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული როგორი მოქალაქე გაიზრდება მოსწავლე,
რა უნარები განუვითარდებათ. სასწავლო გარემომ ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლის უწყვეტ განვითარებას.
მასწავლებელმა უნდა გასცეს უწყვეტი უკუკავშირი მოსწავლის ქცევისადმი, რათა დადებითად
განუმტკიცოს სასურველი ქცევა, რაც მომავალში პრაქტიკაში აისახება და რეალიზდება.
დისციპლინის დარღვევის შემთხვევაში მოსწავლე შესაძლოა ხვდებოდეს, რომ არასწორად იქცევა, მაგრამ ვერ აცნობიერებდეს, რა განაპირობებს მის ამგვარ ქცევას: ყურადღების მიპყრობის, ძალაუფლების, შურისძიების თუ წარუმატებლობისგან გაქცევის სურვილი-ეს მოტივები გამოყო ამერიკელმა პედაგოგმა რუდოლფ დრეიკურსმა. როგორ უნდა მოახდინოს მასწავლებელმა ცუდი ქცევის მოტივის იდენტიფიცირება? ეს არც ისე იოლია, რადგან თითოეული ბავშვის ქცევის უკან მიზეზებისა და მოტივების უნიკალური კომბინაცია დგას. რა შემთხვევასთანაც არ უნდა გვქონდეს საქმე, აუცილებელია რამდენიმე მომენტის გათვალისწინება: არ არსებობს ქცევის გამოსწორების უნივერსალური ხერხი, ამიტომ დისციპლინის გასაუმჯობესებლად მუშაობა ინდივიდუალურ მიდგომას უნდა ეყრდნობოდეს, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მივაგნოთ მოსწავლის ქცევის მიზეზებს, ვიმოქმედოთ არა სპონტანურად, არამედ მეცნიერულად დასაბუთებული ეფექტიანი მეთოდებით.
მოსწავლეს ქცევის თვითრეგულირების კონტროლის გარეშე გაუჭირდება გაკვეთილის
მოსმენა, გაგება, გაანალიზება, რაც
საბოლოოდ გამოიწვევს მოტივაციის კლებას და
მისი აკადემიური წინსვლა საგრძნობლად შეფერხდება.
საქართველოში ზოგადი განათლების სისტემა მიზნად ისახავს შექმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის. მისი ბოლო პუნქტი მიზნად ისახავს, მოსწავლე იყოს
ყოს კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე. დღევანდელ დინამიკურ, ეთნიკურად და კულტურულად მრავალფეროვან სამყაროში საზოგადოების ფუნქციონირებისათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ურთიერთპატივისცემის, ურთიერთგაგებისა და ურთიერთშემეცნების ჩვევები.
სკოლამ უნდა გამოუმუშაოს მოზარდს ადამიანის უფლებების დაცვისა და პიროვნების პატივისცემის უნარი, რომელსაც იგი გამოიყენებს საკუთარი და სხვისი თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. მოზარდს უნდა შეეძლოს ადამიანის არსებითი უფლებების შესახებ მიღებული თეორიული ცოდნის განხორციელება და ამ პრინციპებით ცხოვრება.
ყველა
ზემოთ აღნიშნულ საკითხზე დაფიქრება, გამოსავლის
ძიება და მოსწავლის ქცევის თვითმართვის სტრატეგიების შემუშავება მნიშვნელოვანია, როგორც
ქვეყნისთვის, ისე სკოლის, თითოეული პედაგოგის, მოსწავლისა და მშობლისთვის.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით მნიშვნელოვნად
მივიჩნიეთ გვეწარმოებინა ამ საკითხზე კვლევა. ვეთანხმებით უილიამ გლასერის არჩევანის თეორიას, რომლის მიხედვითაც:
,,ჩვენი ქცევა ჩვენი არჩევანია და მასწავლებელს არ შეუძლია მოსწავლის ქცევა შეცვალოს, უბრალოდ შეუძლია მოსწავლეებს ინფორმაცია მიაწოდოს და დაეხმაროს მოსწავლეებს გააზრებული არჩევანის გაკეთებაში, რომლის საფუძველზე მოსწავლეები თავად გააკეთებენ არჩევანს შეცვალონ თუ არა ქცევა.“ ასევე ბ. სკინერის ქცევის მართვის თეორიას (ბიჰევიორიზმი) რომლის მიხედვით მოსწავლის ქცევის მოდიფიკაცია შესაძლებელია მიზანმიმართული წვრთნით, თუკი ადეკვატური სტიმულების (წახალისების/ დასჯის) სისტემას გამოვიყენებთ და ალფრედ ადლერის და რუდოლფ დრეიკურსის თეორიას, რომლის მიხედვითაც ყველა ცუდ ქცევას საფუძვლად უდევს ბავშვის არასწორი ხედვა იმასთან დაკავშირებით, როგორ მოიპოვოს სტატუსი და გავლენა. მოსწავლის ცუდ ქცევას იწვევს ყურადღების მიქცევის, ძალაუფლების შეგრძნების, შურისძიების სურვილი და უმწეობის განცდა.
პრობლემის ანალიზი
ჩვენი პედაგოგიური
პრაქტიკის განმავლობაში , მოსწავლეებზე დაკვირვებით გამოიკვეთა, რომ მე-5 და მე-8 კლასში,
კერძოდ ისტ-ის და ინგლისური ენის გაკვეთილზე ხშირად გვიწევდა მოსწავლეებში ქცევის წესებზე
ყურადღების გამახვილება. ვთვლით, რომ მოსწავლეებთან ურთიერთობასა და მათთვის ეფექტური
სასწავლო გარემოს შექმნაზე მუდმივად ვზრუნავთ, ვართ ორიენტირებული მოსწავლისადმი. თუმცა
აღმოვაჩინეთ, რომ მოსწავლეებთან მეტი მუშაობა გვჭირდებოდა ქცევის თვითრეგულირების სტრატეგიების
უნარების ფლობის მიზნით. ორივე კლასში გამოვლინდა, რომ საგაკვეთილო პროცესის დროს მოსწავლეები ხშირად იმსახურებენ შენიშვნებს, მუდმივად
გვიწევს ქცევის წესების შეხსენება. უჭირთ სხვისი აზრის მოსმენა და პატივისცემა. არ აქვთ
გუნდურობის განცდა, რაც აისახება ჯგუფებში მუშაობის დროს. დაბალია მათი მეტაკოგნიტური
განვითარება.
აღსანიშნავია,
რომ მე-5 კლასში არის სსსმ მოსწავლე, რომელიც გამოირჩევა დაბალი მოტივაციით, სჭირდება მეტი ძალისხმევა, რომ გაკვეთილის ყველა
ეტაპზე იყოს საგაკვეთილო პროცესში ჩართული, წინააღმდეგ შემთხვევაში საუბარს იწყებს
კლასელებთან არასაგაკვეთილო თემებზე, უჭირს ქცევის თვითრეგულირება. როგორც მე-5, ისე
მე-8 კლასში არის რამოდენიმე დაბალი აკადემიური მოსწრების ბავშვი, რაც აისახება მათ
ქცევაზეც, სასწავლო აქტივობებში ჩართვისთვის მუდმივად მათი მობილიზება ხდება საჭირო.
ორივე კლასში მოსწავლეებს ყურადღების დეფიციტი აქვთ და ვერ აცნობიერებენ, რომ იმ კონკრეტულ მომენტში ცუდად იქცევიან. მოსწავლეები ცდილობენ საკლასო დავალების შესრულებას თავი აარიდონ, ან დამალონ, რომ არ იციან გაკვეთილი, ამ მიზნით ყურადღებას იქცევენ ცუდი ქცევით. მე-8 კლასი კიდევ იმ ასაკობრივი თავისებურებით გამოირჩევა,
რომ საჭიროა სიფრთხილე შენიშვნის მიცემის დროს, რადგან მათზე მწვავედ რეაგირებენ.
ვფიქრობთ, თუ მოსწავლის ქცევა არ არის რეგულირებადი,
იგი ვეღარ ერთვება საგაკვეთილო პროცესში აქტიურად.
უჭირს სხვების მოსმენა, განსხვავებული აზრის
მიღება. არ გამოირჩევა ემპათიის უნარით, ამის გამო ფერხდება სასწავლო პროცესი, მასწავლებელს
უწევს ქცევის წესების ხშირი შეხსენება. მოსწავლეები
ხშირად პოლემიკაში შედიან ერთმანეთთან, რაც
შესაძლებელია გადაიზარდოს კამათში, ჩხუბში.
ჩხუბი ხშირად კლასის ფარგლებს სცდება და უფრო
სერიოზულ სახეს იღებს.
ვთანხმდებით,
რომ მოსწავლის არარეგულირებული ქცევა ხელს უშლის
სასწავლო პროცესის ეფექტურობას .
დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ მოსწავლეს, რომლიც ვერ
ახდენს ქცევის თვითრეგულირებას არ აინტერესებს გაკვეთილი, კავდება სხვა საქმით. არ
უსმენს მასწავლებელს და თანაკლასელებს ან ზედმეტად თავდაჯერებულია და ფიქრობს, არ საჭიროებს
სხვების რჩევებს. უჭირს ყურადღების კონცენტრირება. ან უნდა ლიდერობა და გავლენის მოხდენა
კლასზე. როდესაც გარშემომყოფებს აქვთ ამ ბავშვის ქცევისადმი დაბალი მოლოდინები, მოსწავლის
თვითშეფასება ქვეითდება და მოტივაციაც კლებულობს
სწავლისადმი.
როდესაც დავიწყეთ
კვლევა ყველა, ზემოთ აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში და მოვახდინეთ პრობლემის ანალიზი
კონკრეტულად, მე-5 და მე-8 კლასში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ თითოეული მოსწავლე
საჭიროებს როგორც ინდივიდუალურ მიდგომას, ისე ასაკობრივი თავისებურებებისა და ინტერესების
გათვალისწინებას.
მიზანი
კვლევის მიზანია მკვლევარმა პედაგოგმა დეტალურად შეისწავლოს
სასწავლო პროცესში მოსწავლის ქცევის თვითრეგულირების
უნარის განვითარების სტრატეგიები. გამოიკვლიოს და გაარკვიოს მიზეზები, როგორც კონკრეტულ
კლასში , ასევე მეცნიერულ დონეზე, რაც ამ შემთხვევაში გულისხმობს არსებული ლიტერატურის
დეტალურ დამუშავებას საკვლევ საკითხთან მიმართებაში. დასახოს ინტერვენციები და განახორციელოს, გასცეს ეფექტური რეკომენდაციები
და შეაფასოს გამოყენებული ინტერვენციების შედეგები. მოსწავლეებში ხელი შუწყოს
ქცევის თვითრეგულირების სტრატეგიების ფლობას.
ჩვენი
აზრით, მნიშვნელოვანია, რომ მკვლევარმა მასწავლებელმა
თავდაპირველად თვითონვე დეტალურად შეისწავლოს კლასის მართვის ეფექტური სტრატეგიები,
განსაზღვროს, რა უშლის ხელს მოსწავლის არასასურველი ქცევა შეცვალოს დადებითად, დაადგინოს
ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზები, დასახოს
ინტერვენციები, შეაფასოს ამ ინტრევენციებით
მიღებული შედეგები და გასცეს რეკომენდაციები, რომელსაც სამომავლოდ დანერგავს საკუთარ პრაქტიკაში,
რაც აისახება მოსწავლეთა პროგრესზე და საბოლოო ჯამში უფრო ეფექტურს გახდის სწავლა-სწავლების
პროცესს.
ლიტერატურის მიმოხილვა
მასწავლებელთა
60 % მოსწავლეებთან ერთად მხოლოდ შეიმუშავებს ქცევის წესებს.
მასწავლებელთა
27% მოსწავლეებთან ერთად შექმნილ ქცევის წესებს მკაცრად არეგულირებს მარეგულირებლების
საშუალებით.
მასწავლებელთა
13 % მხოლოდ ქმნის ქცევის წესებს, მარეგულირებლებთან ერთად.
ძირითადი მიგნებები
სხვისი
შეცდომების მიმართ.........
როდესაც ვინმეს მადარებენ........
როდესაც მეგობართან კომფლიქტში აღმოვჩნდები.......
მე რომ ვიყო მასწავლებელი..............
როდესაც მასწავლებელი კეთილგანწყობილია
ჩემს მიმართ.......
როდესაც გაკვეთილი არ მაინტერესებს.......
არაეფექტური სასწავლო გარემო განაპირობებს........
ლიტერატურის მიმოხილვა
მასწავლებელი მარტო ამა თუ იმ სასწავლო გეგმის წარმმართველი არ არის, ის იმავდროულად მატარებელია ურთიერთობათა მთელი კომპლექსებისა, ღირებულებათა სისტემებისა და სოციალური პრიორიტეტებისა, რომლებიც ასახულია მის პირად დამოკიდებულებებში და, საერთოდ, გარემომცველი საზოგადოების კულტურულ მახასიათებლებში.
პედაგოგი უნდა იყოს მაგალითის მიმცემი მრავალფეროვნებასთან ურთიერთობაში. ეს არის მისი მოქალაქეობისა და პროფესიონალიზმის მნიშვნელოვანი საზომი. მისი პროფესიული განვითარების გეგმა ამ საკითხს აუცილებლად უნდა მოიცავდეს. ურთიერთობა მასწავლებელსა და მოსწავლეებს, მასწავლებლებს, დირექციასა და მასწავლებლებს, სკოლასა და მშობლებს შორის მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელსაც უნდა ემყარებოდეს ტოლერანტი პიროვნების აღზრდა. სასკოლო სივრცეში საყოველთაოდ აღიარებული ადამიანური ღირსებებისადმი რეალური პატივისცემა წინაპირობაა იმისა, რომ დღევანდელი მოსწავლეები დემოკრატიული საზოგადოების ღირსეულ წევრებად იქცნენ და არა დაკომპლექსებულ, შეუწყნარებელ და რევანშისტ ადამიანებად.(ჟურნალი ,,მასწავლებელი“;
ნინო კაპანაძე)
კვლევის სრულფასოვნად წარმართვის მიზნით გავეცანით სხვადასხვა ლიტერატურას
ქცევის თვითმართვის სტრატეგიების შესახებ.
ძალიან მოგვეწონა და მნიშვნელოვან საკითხებზე დაგვაფიქრა ინტერნეტგაზეთ www. mastsavlebeli.ge - ზე, 2017 წლის 17
აგვისტოს გამოქვეყნებულმა თამთა დოლიძის სტატიამ
, ,,თვითრეგულაციის სათავეებთან“.
სტატიაში საუბარია, რომ ადამიანი პირველად ცოდნას სხვებზე დაკვირვების შედეგად მოიპოვებს, ანუ პირველადი გამოცდილება მემკვიდრეობითია და დაკვირვებით სწავლის მეთოდს გულისხმობს. სანამ თვითრეგულაციით სწავლის მექანიზმს ავამუშავებდეთ, აქტიურად ვახორციელებთ მოდელირებას – სხვების ქცევის იმიტაციას. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ბავშვიან ოჯახში უფროსების მხრივ საკუთარი ქცევის მართვა.
ამერიკის ერთ-ერთი წამყვანი ფსიქოლოგის, ალბერტ ბანდურას ექსპერიმენტმა “თოჯინა ბობო” დაადასტურა მოსაზრება, რომ დაკვირვებით სწავლა ადამიანის თანდაყოლილი უნარია. თუმცა მოდელირება მხოლოდ მაშინ არის ეფექტური, როცა მისაბაძი ქცევა კომპეტენტურ, ძალაუფლების მქონე პიროვნებას ეკუთვნის. ბავშვები დაკვირვების გზით კონკრეტულ ქცევასთან ერთად ემოციურ რეაქციებსაც “სწავლობენ”. შეიძლება ითქვას, რომ ბანდურას თეორია ბიჰევიორიზმისა და კოგნიტიური მიდგომის შემაკავშირებელი რგოლია. ბანდურა ამტკიცებს, რომ ადამიანის ფუნქციონირებას მხოლოდ შინაგანი ან გარეგანი ფაქტორები კი არა, პიროვნული თვისებები, გარემო, ქცევები და მათი ურთიერთდამოკიდებულებაც განსაზღვრავს. ბიჰევიორისტული შეხედულების თანახმად, ადამიანი საკუთარი გამოცდილების საფუძველზე სწავლობს. სოციალურ-კოგნიტიური თეორია სასწავლო არენას აფართოებს და სწავლის პროცესში სხვების გამოცდილების გამოყენებას რთავს. თვითრეგულაცია კი არა მხოლოდ საკუთარი სააზროვნო პროცესის ძლიერ და სუსტ მხარეებს შეისწავლის, არამედ მთელი შემეცნებითი პროცესისა და მასთან დაკავშირებული ფუნქციების მართვის შესაძლებლობას იძლევა.
ჩვენთვის საინტერესო აღმოჩნდა, ქცევის შეფასების ამგვარად აღქმა, როგორც ქალბატონ თამთას
აღწრილი აქვს თავის სტატიაში, რომ შეფასებისას ადამიანი ითვალისწინებს როგორც პირად შეხედულებებს, ისე საზოგადოებრივ სტანდარტსაც. თუ პიროვნება საკუთარი წარუმატებლობის მიზეზად პროფესიული განათლებისა და გამოცდილების სიმწირეს ასახელებს, ის თვითრეგულაციისადმი მაღალ მზაობას ავლენს, მარცხის მიზეზების გამუდმებით გარემოში ძიება კი თვითმართვის დაბალ საფეხურზე მიუთითებს. შეფასების ფაზას თურმე მოსდევს რეაგირება – შესწავლილი საკითხის მიმართ დადებითი ან უარყოფითი ემოციების გამოვლენა. პირად დამოკიდებულებასთან ერთად საზოგადოებრივი თუ მორალური სტანდარტებიც ხშირად ეწევა ქცევის კორექციას, თუმცა გარეგანი მოტივატორებია და მხოლოდ მაშინ ახდენს ქცევაზე, როცა ადამიანს დასჯის ან გაკიცხვის ეშინია. შინაგან მოტივატორად შეიძლება ჩაითვალოს ისეთ ქცევაზე დაკვირვების სურვილი, რომელიც მხოლოდ პიროვნული სტანდარტის ჩარჩოებში ჯდება. მნიშვნელოვანია თვითკონტროლირებადი გონება,
რადგან იგი არ აძლევს ადამიანს არასასურველი ქცევის განხორციელების საშუალებას. თუმცა დაკვირვების პროცესის ხანგრძლივობის შენარჩუნება ცოტას თუ შეუძლია, თვითმართვადი ქცევის სიმწირე განსაკუთრებით მოზარდებში შეიმჩნევა.
თავის ნაშრომში ემოციური ინტელექტის შესახებ გოლმანი თვითრეგულაციას ემოციური განვითარების ხუთ ძირითად ელემენტს შორის ასახელებს (თვითშემეცნება, თვითრეგულაცია, მოტივაცია, ემპათია და სოციალური უნარ-ჩვევები). ამ თეორიის თანახმად, ადამიანის წარმატების საზომი მაღალი ემოციური ინტელექტია. თვითშემეცნების პროცესი პიროვნებას განცდების გაცნობიერებაში, საკუთარი შესაძლებლობების ადეკვატურად შეფასებასა და გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება. თვითრეგულაციის პროცესი ემოციების მართვაზე აგებს პასუხს (სტრესულ გარემოში ორიენტირება, იმედგაცრუებისა და მარცხის გადატანა და სხვ.). მოტივაცია საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებისთვის საჭირო და მომავალი მოქმედების მამოძრავებელი ძალაა. ემპათიის უნარი კი ადამიანს სხვისი გრძნობების გაგებას უადვილებს, რაც, თავის მხრივ, სოციალური სიტუაციების სწორად შეფასებას უწყობს ხელს.
ემოციური ინტელექტის განვითარება სკოლის ასაკიდან უნდა დაიწყოს, რადგან იმედგაცრუებითა და მარტოობით გამოწვეული ემოციების მართვა საკმაოდ რთულია და მოზარდთა აკადემიურ წინსვლასაც საგრძნობლად აფერხებს.
მასწავლებლები ხშირად აღნიშნავენ, რომ მოსწავლეებს მონდომება და პასუხისმგებლობა აკლიათ, თუმცა ასეთი სიტუაციის ამსახველი სტანდარტული ფრაზა: “არ უნდა სწავლა და რა ვქნა?!” – დიაგნოზს უფრო მოგვაგონებს, ვიდრე პრობლემის დაფიქსირებას და მისი გადაჭრის გზის ძიებას.
სურვილის გაჩენას ანუ მოტივაციის ამაღლებას სწორედ თვითრეგულაციის განვითარება უწყობს ხელს. როგორმე უნდა იპოვოთ “საჭირო ფიქრი”, რომლითაც მოსწავლეს “დაავადებთ”. მიზნის დასახვა და თვითმონიტორინგი თვითრეგულაციით სწავლის გზაზე გადადგმული პირველი ნაბიჯებია. მიზანი მოსწავლემ უნდა დაისახოს და წესებიც თავადვე შეიმუშაოს.
თამთას სტატიაში ვკითხულობთ, რომ ყველა ქცევა შინაგან მოტივაციას ვერ დაეყრდნობა, ამიტომ გვჭირდება გარეგანი მოტივატორებიც – ჯილდო, შეფასება, დასჯის თავიდან აცილება და სხვ. გარეგანი მოტივაციით განპირობებული ქცევა შეიძლება თვითრეგულაციის განვითარების ადრეულ საფეხურად ჩაითვალოს. შინაგანი მოტივატორების გაჩენას დრო და შედარებით ზრდასრული ფსიქიკა სჭირდება. როცა მოსწავლეები გაითავისებენ, რომ მიზნის მიღწევაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ მათ ეკისრებათ, გააანალიზებენ დადებითი და უარყოფითი შედეგების მომტან ქცევებს, მათი თვითრეგულაციის დონე საგრძნობლად აიწევს, თუნდაც გარეგანი მოტივატორებით გამყარებულ სწავლის პროცესში. მოსწავლეს ნელ-ნელა ჩამოუყალიბდება აკადემიური ქცევის ეფექტური თვითრეგულირების მოთხოვნილება, რაც საკუთარ ცხოვრებასა და თვითგანვითარების პროცესზე პასუხისმგებლობის აღებას ნიშნავს. ამასთან, კონკრეტული დავალებების შესასრულებლად ინდივიდს უნდა ჰქონდეს ადეკვატური წარმოდგენა საკუთარი საჭირო უნარების შესახებ. მაშინ მისი ქცევის თვითეფექტურობას ვერაფერი შეუშლის ხელს.
ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ვიდეო მასალები: ,,TED TALKS” ,
რომელიც გადავთარგმნეთ ინგლისური ენიდან ქართულად, გავაანალიზეთ და დაგვაფიქრა
შემდეგმა მოსაზრებამ, რომ სწავლების თვითეფექტურობა, მასწავლებლის თვითრწმენასა და ენთუზიაზმზეა დამოკიდებული. სამართლიანი, მაგრამ მომთხოვნი პედაგოგი სწავლების პროცესში მოსწავლის მცირე წარმატებასა და მზარდ ინტერესს მუდმივად უსვამს ხაზს, დაბალი თვითეფექტურობის მქონე მასწავლებლები კი მოსწავლის წარუმატებლობას ინტელექტის ნაკლებობას, ოჯახს, ადმინისტრაციას და სხვა გარეგან ფაქტორებს აბრალებენ და ვერ ხედავენ/არ აღიარებენ საკუთარ ხარვეზებს სწავლების პროცესში. წარუმატებელი მოსწავლის მიმართ მეტად კრიტიკულები არიან, გარდა ამისა, მათში ჭარბობს ნეგატიური ემოცია, რაც მოსწავლეების განწყობასაც ამძიმებს. დაბალი თვითეფექტურობის მქონე მასწავლებლის სტიქია კონტროლია. აქედან გამომდინარე, მას არც მოსწავლეების მიერ მართული სასწავლო პროცესის წარმატებისა სჯერა.
კოლეგებთან აუცილებლად ვიმსჯელებთ ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორიცაა ინტერესის კომუნიკაცია, იგი თვითრეგულაციით სწავლის ერთ-ერთი მთავარი რგოლია. თუ მასწავლებელი მაღალ ინტერესს ამჟღავნებს სასწავლო საკითხის მიმართ, მოსწავლის ინტერესიც იზრდება. მოტივაციას ამაღლებს პედაგოგის მზრუნველობაც. მოზარდი სკოლაში თავს უფრო დაცულად იგრძნობს, თუ მის სახელს მასწავლებლები მალევე დაიმახსოვრებენ, მიესალმებიან დერეფანში, ჰკითხავენ გაკვეთილის გაცდენის მიზეზს, გამოხატავენ ადეკვატურ პატივისცემას, საჭიროების შემთხვევაში – უკმაყოფილებასაც და ა.შ. “თუ მასწავლებელი შენზე არ ზრუნავს, ეს შენს აზროვნებაზე ახდენს გავლენას. გგონია, რომ არაფერს წარმოადგენ და ეს სკოლის მიტოვებას განდომებს” (Noblit, Rogers, & McCadden, 1995).
ასევე ჩვენთვის
საინტერესო იყო www. maststavlebeli.ge- ზე გამოქვეყნებული თამარ კაციტაძის სტატიის
გაცნობა, სადაც კოლბერგის თეორიის შესახებ საუბრობს, რომ ბავშვის ქცევის განმსაზღვრელია მისი შეხედულებები და მორალური პრინციპები. ამის
კვალობაზე, ფსიქოლოგი
ადამიანის მორალური განვითარების სამ დონეს გამოყოფს. მისი აზრით, ამ დონეებს ყველა ბავშვი ერთნაირი თანამიმდევრობით გაივლის. რომელიმე
მათგანის გამოტოვება, რომელიმეზე გადახტომა შეუძლებელია.
პირველია პრეკონვენციური დონე. პატარა
ბავშვები უმთავრესად ამ დონეზე იმყოფებიან, თუმცა
უფროსკლასელებისა და ზრდასრული ადამიანების ნაწილიც ამ დონეს აკმაყოფილებს.
პრეკონვენციურ დონეს ახასიათებს:
. საქციელის განსაზღვრა შედეგის მიხედვით – დამასაჩუქრებენ თუ დამსჯიან; არასწორი
საქციელი თუ შენიშნეს, ცუდია,
თუ ვერა – კარგი;
. საქციელის განსაზღვრა სარგებლობის მოტანის კუთხით – შენ
თუ დამეხმარები, მეც დაგეხმარები; სწორია საქციელი, რომელსაც სარგებლობა მოაქვს შენთვის.
მეორეა კონვენციური დონე. დაწყებითი
კლასების ძალიან ცოტა, საშუალო
კლასების ზოგიერთი და უფროსი კლასების მრავალი მოსწავლე კონვენციური მორალით ხელმძღვანელობს.
კონვენციურ დონეს ახასიათებს:
. ქცევა, რომელიც
სხვას მოეწონება, ესიამოვნება, საქციელით
მოწონების დამსახურება – სხვებს ისე მოექეცი, როგორც
გინდა მოგექცნენ;
. კანონისა და წესის მორჩილება – სხვაგვარად საზოგადოებაში წესრიგი ვერ დამყარდება. ამ
დონეზე ვერ ხვდებიან, რომ
საზოგადოების ცვლილებას წესების ცვლილებაც უნდა მოჰყვეს.
მესამე, პოსტკონვენციური
დონე მოსწავლეებში ძალიან იშვიათია. მორალური განვითარების ამ საფეხურს ადამიანი 25–30 წლის
ასაკში აღწევს.
პოსტკონვენციურ დონეს ახასიათებს:
. ხელმძღვანელობა საკუთარი აბსტრაქტული პრინციპებით; ფიქრი, რომ
წესები აუცილებელია, მაგრამ თუ ისინი საზოგადოების ინტერესებს არ პასუხობს, საჭიროა
მათი შეცვლა; უნივერსალური ეთიკის პრინციპები – შესაძლოა,
ადამიანი არ დაემორჩილოს კანონს, რომელიც მის პრინციპებს ეწინააღმდეგება.
ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი
გახდა ლორენ კოლბერგის რჩევები მოსწავლის მორალური განვითარების ხელშესაწყობად, რომელსაც აუცილებლად გავითვალისწინებთ და
გავუზიარებთ ჩვენს კოლეგა-მასწავლებლებს.
როგორ უნდა მოახდინოს მასწავლებელმა ცუდი
ქცევის მოტივის იდენტიფიცირება?ფსიქოლოგები გვეუბნებიან, რომ ეს არც ისე იოლია, რადგან თითოეული ბავშვის
ქცევის უკან მიზეზებისა და მოტივების უნიკალური კომბინაცია დგას. რა
შემთხვევასთანაც არ უნდა გვქონდეს საქმე, აუცილებელია რამდენიმე მომენტის
გათვალისწინება: არ არსებობს ქცევის გამოსწორების უნივერსალური ხერხი, ამიტომ
დისციპლინის გასაუმჯობესებლად მუშაობა ინდივიდუალურ მიდგომას უნდა ეყრდნობოდეს,
რომელიც საშუალებას მოგვცემს, მივაგნოთ მოსწავლის ქცევის მიზეზებს, ვიმოქმედოთ არა
სპონტანურად, არამედ მეცნიერულად დასაბუთებული ეფექტიანი მეთოდებით. ეს მუშაობა 5
ნაბიჯს მოიცავს:
ნაბიჯი 1. შევკრიბოთ
და სწორად აღვწეროთ კონკრეტული ფაქტები, მოვერიდოთ სუბიექტურ შეფასებას: სად,
როდის, რა. არ გამოვიყენოთ სიტყვები: “არასოდეს”, “ყოველთვის”, “არაფერი” და ა.შ.
ვიყოთ ზედმიწევნით ობიექტური და აკურატული.
ნაბიჯი 2. ზუსტად
განვსაზღვროთ დისციპლინის დარღვევის მიზეზი. ეს მიზეზი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ,
შეიძლება იყოს: ყურადღების მიპყრობის, ძალაუფლების, შურისძიების ან
წარუმატებლობისგან თავის დაღწევის სურვილი. ქცევის მოტივის ცოდნა საჭიროა არა
მხოლოდ იმისთვის, რომ სწორად განვსაზღვროთ საპასუხო ქცევა, არამედ იმისთვისაც, რომ
გამოვიცნოთ მოსწავლის რეაქცია ჩვენს პედაგოგიურ ზემოქმედებაზე.
ნაბიჯი 3. ავირჩიოთ დასციპლინის დარღვევის მომენტში გადაუდებელი ჩარევის ხერხები.
გვახსოვდეს, ჩარევა არ გულისხმობს დასჯას; მას ორი მიზანი აქვს: შეაჩეროს
არასასურველი ქცევა და იმოქმედოს მოსწავლეზე იმგვარად, რომ მისი შემდგომი ქცევა
უფრო მისაღები იყოს.
ჩარევა ეფექტიანი რომ იყოს, საჭიროა, ის მოხდეს
დაუყოვნებლივ (“აქ და ამჟამად”) და სწორად. სისწრაფე არ გულისხმობს იმპულსურობას,
სპონტანურობას, აგრესიულობას. სისწორე კი ეფუძნება ტექნიკის სწორ შერჩევას (მაგ.,
ძალაუფლებისმოყვარე და წარუმატებლობის მოშიში ბავშვები სხვადასხვანაირ
ზემოქმედებას მოითხოვენ).
ნაბიჯი 4. შევიმუშაოთ თვითპატივისცემის
ფორმირების ხელშემწყობი სტრატეგიები. მოსწავლეში ეს გრძნობა ფორმირდება მაშინ,
როცა ის:
1. გრძნობს რომ აქვს სათანადო ინტელექტუალური
შესაძლებლობები, უკიდურეს შემთხვევაში, თავს არ გრძნობს არაკომპეტენტურად. ეს
გახლავთ ე.წ. ინტელექტუალური კომპეტენცია.
2. აგებს მისაღები ფორმის სოციალურ
ურთიერთობებს თანატოლებსა და მასწავლებელთან. ეს არის ე.წ. კომუნიკაციური
კომპეტენცია.
3. შეაქვს პირადი წვლილი კლასისა და სკოლის
ცხოვრებაში (ჩართულია საქმიანობაში), რასაც გულისხმობს ე.წ. სოციალური
კომპეტენცია.
ნაბიჯი 5. ეფექტიანად ვიმუშაოთ მშობლებთან: მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი მუშაობის
შესახებ, მოვამზადოთ მათთვის ბავშვთან მუშაობის პროგრამის მოკლე ვარიანტი
(აუცილებლად წერილობითი ფორმით), ვაქციოთ ის ამ პროცესის თანამონაწილედ და
ხელშემწყობად.
მეცნიერები გვთავაზობენ გადაუდებელი
პედაგოგიური ზემოქმედების სტრატეგიებს. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი:
1. ყურადღების მინიმალიზაცია. ხდება
პარადოქსული რამ: მოსწავლის გამოხტომებისადმი ყურადღებით მის ასეთ ქცევას
განვამტკიცებთ – მაშინ, როდესაც მოზარდი ცუდად იქცევა და შენიშვნას იმსახურებს, ის
ყურადღების ცენტრში ექცევა და მასწავლებლის “ლექციებს” მისდამი გამოვლენილ
განსაკუთრებულ ყურადღებად აღიქვამს. მაშ, როგორ მოიქცეს მასწავლებელი? მინიმუმამდე
დაიყვანოს ყურადღება. ეს შეიძლება ასე განხორციელდეს:
უგულებელყავით მოწაფის ქცევა. დაუსვით შეკითხვა საკუთარ თავს: “რა მოხდება, თუ არაფერს შევიმჩნევ?” თუ თქვენი პასუხია, რომ არაფერიც არ მოხდება (გარდა იმისა, რომ მოსწავლე ყურადღებას ვერ მიიღებს), თამამად მოახდინეთ მისი ქცევის იგნორირება. შანსია, რამდენიმე მცდელობის შემდეგ მოსწავლემ თავი დაანებოს ასეთ ქცევას.
უგულებელყავით მოწაფის ქცევა. დაუსვით შეკითხვა საკუთარ თავს: “რა მოხდება, თუ არაფერს შევიმჩნევ?” თუ თქვენი პასუხია, რომ არაფერიც არ მოხდება (გარდა იმისა, რომ მოსწავლე ყურადღებას ვერ მიიღებს), თამამად მოახდინეთ მისი ქცევის იგნორირება. შანსია, რამდენიმე მცდელობის შემდეგ მოსწავლემ თავი დაანებოს ასეთ ქცევას.
თვალით კონტაქტი. შეაჩერეთ მზერა მასზე, –
გვირჩევენ გამოცდილი პედაგოგები. მოსწავლეებმა იციან, რას აკეთებენ. მათ ისიც
იციან, რომ ეს ჩვენც ვიცით. მათ იციან, რომ ეს მზერა ნიშნავს: “საკმარისია!”
დაჟინებული მზერა ის არის, რაც ამ მომენტში ჩვენგან მიიღეს, გამოგვტყუეს.
არავითარი სიტყვები, მხოლოდ მზერა.
მოსწავლის გვერდით. ფიზიკური მიახლოება კიდევ
ერთი ხერხია, რითაც ყურადღების მინიმალიზაციას მოვახდენთ. გაკვეთილი გრძელდება,
დგახართ მოსწავლის გვერდით, თვალით კონტაქტის გარეშე, უსიტყვოდ. მოსწავლე ხვდება
რომ რაღაც არასასურველს აკეთებს, რადგან მასწავლებელი გვერდით უდგას.
გამოიყენეთ მოსწავლის სახელი. ამ ხერხით
მოსწავლე ყურადღების მინიმუმსაც იღებს და რეკომენდაციასაც, ჩაერთოს გაკვეთილში.
მაგალითად, ასე: “ამგვარად, ჰიპოტენუზის კვადრატი, გაგა, ტოლია..”
გაგზავნეთ “საიდუმლო სიგნალი”. შეიძლება
გამოიყენოთ რაიმე ჟესტი, რომლის მნიშვნელობაც მოსწავლეებმა იციან. მაგ., თითის
ტუჩთან მიდებით ანიშნეთ, შეწყვიტოს საუბარი.
გააკეთეთ წერილობითი შენიშვნები. თუ ხვალ
გაკვეთილს ატარებთ კლასში, სადაც ქცევითი დარღვევის მქონე რამდენიმე მოსწავლეა,
წინასწარ მოამზადეთ პატარა ფურცელი ერთგვაროვანი წარწერით: “თუ შეიძლება შეწყვიტე
იმის კეთება, რასაც აკეთებ”. საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეს ფურცელი უსიტყვოდ
დაუდეთ მერხზე.
მოსწავლის ყურადღება სხვა შინაარსზე გადაიტანეთ. დიდხანს ორი საქმის
ერთდროულად კეთება შეუძლებელია. სწორედ ასეა, როცა მოსწავლე წესრიგს არღვევს,
თქვენ კი მისი ყურადღება სხვა რამეზე გადაგაქვბთ. მაგალითად, დაუსვით პირდაპირი
შეკითხვა წესრიგის დარღვევის მომენტში: “ლილიკო, რა დავალება მოგეცით?” “ზურა, რას
ფიქრობ ამ საკითხზე?” ეს ხერხი კარგად ჭრის ყურადღების მინიმალიზაციის სტრატეგიებთან
ერთად.
სთხოვეთ დახმარება: “გიორგი, გთხოვ, რვეულები შემიგროვო”. ოღონდ ამ
ხერხს დისციპლინის დამრღვევთან ხშირად ნუ გამოიყენებთ, რათა არ იფიქროს, რომ ცუდი
საქციელისთვის ჯილდო მიიღო.
შეცვალეთ საქმიანობა: თუ ერთდროულად ბევრი მოსწავლე “გაგიჟდა” და ამ ხერხით ცდილობენ თქვენი ყურადღების მიპყრობას, სთხოვეთ, ყველაფერი შეინახონ და ახალი დავალებისთვის მოემზადონ, ახალი ამოცანა მოისმინონ და ა.შ.
შეცვალეთ საქმიანობა: თუ ერთდროულად ბევრი მოსწავლე “გაგიჟდა” და ამ ხერხით ცდილობენ თქვენი ყურადღების მიპყრობას, სთხოვეთ, ყველაფერი შეინახონ და ახალი დავალებისთვის მოემზადონ, ახალი ამოცანა მოისმინონ და ა.შ.
მადლობა გადაუხადეთ მათ,
ვინც თქვენი თხოვნა შეასრულა. შეიძლება, ეს იუმორნარევი ელფერითაც გამოხატოთ,
მაგალითად, ასე: ”გმადლობ, ნიკა, ხელები მაგიდაზე რომ გიწყვია და ფეხები – მაგიდის
ქვეშ”. ეს ხერხი ეფექტიანია, თუ ქცევა აღიწერება ობიექტურად და არა ზოგადი
ფრაზებით: “გმადლობ, რომ კარგი ხარ”, – ეს სიტყვები არაფრის მთქმელია. იყავით
ფრთხილად, ნუ გადაუხდით მადლობას ერთსა და იმავე მოსწავლეს, რათა ის “ფავორიტად”
არ ჩათვალონ და კლასის დაცინვის ობიექტად არ იქცეს. დაფაზე დაწერეთ სამაგალითო
მოსწავლის სახელი. ეს კარგად მუშაობს დაწყებით კლასებში და სიგნალია მათთვის, ვინც
წესრიგს არ იცავს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წარმატება მხოლოდ მაღალი ქულების მიღებას არ ნიშნავს. სწავლებაზე ორიენტირებულ გარემოში წარმატებად აღიქმება ნებისმიერი პროგრესი და სასწავლო უნარების დაუფლება. წარმატებაზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოში შეცდომა არ ნიშნავს დამარცხებას, ის სწავლის პროცესის ორგანულ ნაწილად აღიქმება.
რაც შეეხება სწავლების თვითეფექტურობას, ის მასწავლებლის თვითრწმენასა და ენთუზიაზმზეა დამოკიდებული. სამართლიანი, მაგრამ მომთხოვნი პედაგოგი სწავლების პროცესში მოსწავლის მცირე წარმატებასა და მზარდ ინტერესს მუდმივად უსვამს ხაზს, დაბალი თვითეფექტურობის მქონე მასწავლებლები კი მოსწავლის წარუმატებლობას ინტელექტის ნაკლებობას, ოჯახს, ადმინისტრაციას და სხვა გარეგან ფაქტორებს აბრალებენ და ვერ ხედავენ/არ აღიარებენ საკუთარ ხარვეზებს სწავლების პროცესში. წარუმატებელი მოსწავლის მიმართ მეტად კრიტიკულები არიან, გარდა ამისა, მათში ჭარბობს ნეგატიური ემოცია, რაც მოსწავლეების განწყობასაც ამძიმებს. დაბალი თვითეფექტურობის მქონე მასწავლებლის სტიქია კონტროლია. აქედან გამომდინარე, მას არც მოსწავლეების მიერ მართული სასწავლო პროცესის წარმატებისა სჯერა.
მაღალი კოლექტიური თვითეფექტურობის მქონე პერსონალით დაკომპლექტებული სასწავლო გარემო წარმატებული მოსწავლეების აღზრდის ალბათობას ერთიორად ზრდის. ამასთან, ამცირებს განსხვავებას სოციალურ ჯგუფებს შორის. ზემოაღნიშნული პერსონალის ეფექტურ მუშაობას უმეტესად პოზიტიური განწყობა, ურთიერთთანამშრომლობაზე ორიენტირებული ხედვა და, რაც მთავარია, თვითრეგულირებადი ქცევა განაპირობებს.
თვითრეგულაციით სწავლის ერთ-ერთი მთავარი რგოლი ინტერესის კომუნიკაციაა. თუ მასწავლებელი მაღალ ინტერესს ამჟღავნებს სასწავლო საკითხის მიმართ, მოსწავლის ინტერესიც იზრდება. მოტივაციას ამაღლებს პედაგოგის მზრუნველობაც. მოზარდი სკოლაში თავს უფრო დაცულად იგრძნობს, თუ მის სახელს მასწავლებლები მალევე დაიმახსოვრებენ, მიესალმებიან დერეფანში, ჰკითხავენ გაკვეთილის გაცდენის მიზეზს, გამოხატავენ ადეკვატურ პატივისცემას, საჭიროების შემთხვევაში – უკმაყოფილებასაც და ა.შ. “თუ მასწავლებელი შენზე არ ზრუნავს, ეს შენს აზროვნებაზე ახდენს გავლენას. გგონია, რომ არაფერს წარმოადგენ და ეს სკოლის მიტოვებას განდომებს” (Noblit, Rogers, & McCadden, 1995).
ამრიგად, თუ სასწავლო პროცესები დაწყებითი საფეხურიდანვე თვითრეგულირებადი სწავლის უნარის განვითარებაზეა ორიენტირებული, მოსწავლეებში იზრდება მოტივაცია, შეიმჩნევა ცვლილებებისკენ სწრაფვა, ისინი უფრო თამამები ხდებიან, არ აშინებთ შეცდომები და დაბრკოლებებს გამოწვევებად აღიქვამენ. თვითრეგულირებად გარემოში აღზრდილი მოზარდი გაცილებით დამოუკიდებელ, თავდაჯერებულ და მიზანზე ორიენტირებულ პიროვნებად ყალიბდება.
საინტერესო რჩევებს გვაძლევს ცვატა
ბერძენიშვილი თავის 2015 წლის 8 მაისს გამოქვეყნებულ სტატიაში ,,კლასში
არასასურველ ქცევასთან გამკლავება“.
რეკომენდაციები სასჯელის გამოყენების თაობაზე:
o
ყურადღება გაამახვილეთ მოსწავლის ქმედებაზე და არა მის პირად თვისებებზე.
o
მიეცით მოსწავლეებს საშუალება, თავი აარიდონ არასასიამოვნო სიტუაციას (დამატებითი სავარჯიშოების შესრულება, ყოველკვირეული
ტესტირება), როცა
მიაღწევენ კომპეტენციის განსაზღვრულ დონეს.
o
ნუ მისცემთ მოსწავლეებს უფლებას, შეთანხმების
პირობები შეგაცვლევინონ.
o
ნუ გააძლიერებთ უნებლიეთ იმ საქციელს, რომლის დასჯასაც ცდილობთ. კონფრონტაციას
ნუ გაახმაურებთ, რათა მოსწავლეები არ გახდნენ „გმირები” კლასის
თვალში მასწავლებელთან დაპირისპირების გამო.
o
ეცადეთ, მოსწავლეებმა წინასწარ იცოდნენ, რა
მოჰყვება საკლასო წესების დარღვევას. ამისთვის უმცროსკლასელებს ჩამოუწერეთ ძირითადი საკლასო წესები, უფროსკლასელებს კი ეს წესები და მათი დარღვევის შესაძლო შედეგები სილაბუსებში ჩამოუთვალეთ.
o
უთხარით მოსწავლეებს, რომ
სასჯელამდე ისინი მხოლოდ ერთ გაფრთხილებას მიიღებენ. მშვიდად გააფრთხილეთ და განაგრძეთ გაკვეთილი.
o
ეცადეთ, სასჯელი შეძლებისდაგვარად მყისიერი იყოს.
o
შენიშვნა მიეცით მშვიდი, მაგრამ მკაცრი ხმით.
o
ერიდეთ შურისმგებლურ და სარკასტულ ტონს. ამ თქვენს ინტონაციას შესაძლოა მოსწავლეების იმიტაციით მოჰკრათ ყური.
o
ხაზი გაუსვით პრობლემური ქცევის გამოსწორების აუცილებლობას და არა მოსწავლისადმი თქვენს პირად ანტიპათიას.
o
უმნიშვნელო დარღვევას ყურადღებას ნუ მიაქცევთ, შეაჩერეთ ეს საქციელი მზერით ან უბრალოდ მიუახლოვდით მოსწავლეს, რომელიც ხელს გიშლით.
o
დარწმუნდით, რომ სასჯელი დანაშაულს შეესაბამება – ნუ წაართმევთ მოსწავლეს დამსახურებულ თავისუფალ დროს წესების მხოლოდ ერთხელ დარღვევისთვის.
o
ნუ გამოიყენებთ სასჯელად საშინაო დავალებას ისეთი საქციელისთვის, როგორიცაა საკლასო ოთახში საუბარი.
o
თუ პრობლემური საქციელი დიდხანს გრძელდება, გააანალიზეთ სიტუაცია და გამოიყენეთ ახალი მიდგომა. შესაძლოა,
თქვენი სასჯელი არ იყო სერიოზული ან მოქმედებას არაადეკვატურად აძლიერებდა.
ავღნიშნავთ,
რომ აუცილებლად გავითვალისწინებთ ყველა, ზემოთ აღნიშნულ რჩევას და გავუზიარებთ
კოლეგებს. ვფიქრობთ მოძიებული, დამატებითი ლიტერატურა დაგვეხმარება ჩვენი კვლევის
უკეთ წარმართვაში, პრობლემის იდენთიფიცირებასა და გადაჭრის გზების დასახვაში.
ძირითადი საკვლევი კითხვა/ ქვეკითხვები
რამდენად ხშირად ვიყენებთ
ქცევის მართვის ეფექტურ სტრატეგიებს?
·
ვიყენებ თუ არა მოსწავლის ქცევის თვითრეგულირების
ეფექტურ სტრატეგიებს და მეთოდებს?
·
რამდენად ვითვალისწინებ მოსწავლეთა ასაკობრივ თავისებურებებს,
მათ შესაძლებლობებსა და ინტერესებს?
·
ვაცნობ თუ არა მოსწავლეებს სკოლის შინაგანაწესს
და ბავშვთა უფლებების კონვენციას
·
მოსწავლეებთან ერთად ხდება თუ არა ქცევის წესების
შემუშავება და ვიყენებ თუ არა მარეგულირებლებს?
·
ვცდილობ თუ არა მოსწავლეების საჭიროებების დადგენას და ვაწარმოებ
თუ არა მასთან ხშირ საუბრებს?
·
ვიყენებ თუ არა დიფერენცირებული სწავლების მეთოდებს
და სსსმ მოსწავლეებთან მუშაობის სტრატეგიებს?
·
რამდენად ხშირად ვთანამშრომლობ მშობლებთან?
·
ვთანამშრომლობ თუ არა კლასში შემსვლელ მასწავლებლებთან?
·
ვხვდები
თუ არა მოსწავლეებს არაფორმალურ გარემოში?
·
ხდება თუ არა მასწავლებლის მხრიდან სასურველი ქცევის
დადებითად განმტკიცება?
კვლევის სამიზნე ჯგუფი
სკოლის ადმინისტრაცია
|
მოსწავლეები
|
მასწავლებლები
|
ადვოკატირება
|
სამიზნე
სუბიექტები
|
დამხმარე
სუბიექტები
|
კვლევის განხორციელებისთვის სამიზნე ჯგუფად მივიჩნიეთ
სკოლის ადმინისტრაცია, მოსწავლეები და მასწავლებლები.
მნიშვნელოვნად
მივიჩნიეთ სკოლის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა, რადგან ჩავთვალეთ, რომ ხელს შეგვიწყობდა
ჩვენი კვლევის სრულფასოვნად წარმართვაში,დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებაში,
მივიღებდით რეკომენდაციებს, წვდომა გვექნებოდა რესურსებთან.
მოსწავლეების
საჭიროება უმნიშვნელოვანესია , რადგან შევძლოთ მოსწავლეებში ქცევის თვითრეგულირება
და მათი ქცევის კორექცია, ჩამოვუყალიბოთ თვითმართვადი ქცევა და შევიმუშაოთ ქცევის სტრატეგიები.
ვთვლით,
რომ მასწავლებლები ის მნიშვნელოვანი პირები არიან რომლებიც დაგვეხმარებიან პრობლემის
იდენტიფიცირებაში და პრევენციის გზების დასახვაში.
კვლევის ვადები:
აქტივობა
|
ოქტომბერი
|
ნოემბერი
|
დეკემბერი
|
იანვარი
|
თებერვალი
|
მარტი
|
აპრილი
|
მაისი
|
პრობლემის იდენტიფიცირება
|
X
|
|||||||
კვლევის გეგმის
შედგენა
|
X
|
|||||||
კვლევის ჯგუფის
შექმნა
|
X
|
|||||||
სკოლის დირექტორის
ინფორმირება
|
X
|
|||||||
კვლევის ჯგუფის
შეხვედრები
|
X
|
X
|
X
|
X
|
X
|
|||
ანკეტირება
მოსწავლეებთან
|
X
|
|||||||
ანკეტირება
მასწავლებლებთან
|
X
|
|||||||
ანკეტირების
შედეგად მიღებული შედეგების ანალიზი
|
X
|
|||||||
სიღრმისეული ინტერვიუ სკოლის დირექტორთან/მასწავლებლებთან
|
X
|
X
|
X
|
X
|
||||
ფოკუსირებული
დაკვირვება
|
X
|
X
|
||||||
მეორე ანკეტირება
და ანალიზი
|
X
|
|||||||
ფოკუს ჯგუფთან
შეხვედრები
|
X
|
X
|
||||||
სავარაუდო ინტერვენციების
განხილვა
|
X
|
X
|
X
|
|||||
ინტერვენციების
განხორციელება
|
X
|
|||||||
ინტერვენციების
შედეგების ანალიზი
|
X
|
|||||||
კვლევის ანგარიშზე
მუშაობა
|
X
|
X
|
X
|
|||||
კვლევის წარდგენა
კოლეგებთან
|
X
|
კვლევის მეთოდები
კვლევის სანდოობის გაზრდის მიზნით გამოვიყენეთ ანკეტირების,ინტერვიუს
და გამოკითხვებზე დაფუძნებული კვლევის მეთოდი. ეს მეთოდი ხელსაყრელია კონკრეტული მოვლენისა
თუ ზოგადი შეხედულებების საკვლევად.
ინტერვიუ, რომელიც პირდაპირ რესპოდენტებთან(ადმინისტრაციის
წევრებთან) წარიმართა, გამოვიყენეთ იმ მიზნით, რომ მოგვეხდინა პრობლემის სიღრმისეული
წვდომა და მიგვეღო კონკრეტული რჩევები.
კვლევის დაწყების პირველ ეტაპზე შევხვდით სკოლის
დირექტორს, გავაცანით ჩვენი კვლევის მიზანი( იხ. დანართი 1. სამუშაო შეხვედრის ოქმი N1) დირექტორთან ინტერვიუს შემდეგ მოვინიშნეთ საკითხები, რომლის შესწავლაც სკოლისთვის იქნებოდა
მნიშვნელოვანი. მივიღეთ რეკომენდაციები.
ანკეტირება
ჩავატარეთ ჩვენს კოლეგებთან( იხ.დანართი2 .)
და ასევე მე-5 და მე-8 კლასის მოსწავლეებთან
(იხ.დანართი 3.)
იმ მიზნით, რომ მონაცემების საუძველზე შეგვძლებოდა
პრობლემის იდენტიფიცირება, უკეთ გარკვევა, გათვალისწინება როგორც მასწავლებლების გამოცდილების,
ისე მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებების და შეხედულებების.
როგორც უკვე ავღნიშნეთ, კვლევის განხორციელებისთვის
სამიზნე ჯგუფად მივიჩნიეთ სკოლის ადმინისტრაცია,
მოსწავლეები და მასწავლებლები.
შეკითხვები გავაანალიზეთ და წარმოვადგინეთ დიაგრამების სახით.
მონაცემთა ანალიზი
მონაცემთა ანალიზის დროს გამოიკვეთა მნიშვნელოვანი
საკითხები:
v
მასწავლებელთა
58% ფიქრობს, რომ მოსწავლეთა ქცევის თვითრეგულირების მიზნით ეფექტური სტრატეგიაა მოსწავლის
სასურველი ქცევის დადებითად განმტკიცება.
v
მასწავლებელთა
42 % ფიქრობს, რომ მოსწავლეთა ქცევის თვითრეგულირების მიზნით ეფექტური სტრატეგიაა იგნორი.
v
მასწავლებელთა
0% თვლის რომ დასჯა არ წარმოადგენს მოსწავლეთა ქცევის თვითრეგულირების ეფექტურ სტრატეგიად
Ø
მასწავლებელთა
46% ფიქრობს, რომ მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებები ყოველთვის გასათვალისწინებელია.
Ø
47%
ფიქრობს, რომ მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებები გასათვალისწინებელია, მაგრამ ყოველთვის
არა.
Ø
7%
ფიქრობს, რომ მოსწავლეთა თავისებურებების მუდმივად გათვალისწინება ხელს უწყობს მოსწავლის
არასასურველ ქცევას.
მესამე კითხვის შედეგად, თუ რა ფორმით ახდენენ მასწავლებლები,
მოსწავლეთა ქცევის წესების შემუშავებას გამოვლინდა,
რომ:
v
მასწავლებელთა 80% ყველაზე ეფექტურ სტრატეგიად მიიჩნევს არაფორმალურ
გარემოში მოსწავლეებთან შეხვედრას.
v
მასწავლებელთა
13 % ყველაზე ეფექტურ სტრატეგიად მიიჩნევს გაკვეთილის მსვლელობის დროს გაარკვიოს მოსწავლის
არასასურველი ქცევის მიზეზი
v
მასწავლებელთა
7 % მოსწავლის არასასურველ ქცევას არ აქცევს ყურადღებას ხმაური რომ არ გამოიწვიოს.
Ø
მასწავლებელთა
87% ფიქრობს, რომ მოსწავლის მხრიდან არასასურველი ქცევის ხშირად გამოვლენის შემთხვევაში
მართებულ ქმედებად მიიჩნება კლასში შემსვლელ მასწავლებლებთან და დირექტორთან გასაუბრება
Ø
13%
ფიქრობს, რომ პრობლემის გადაჭრის გზები დამოუკიდებლად უნდა მოძებნოს
ორივე კლასის
მონაცემზე დაყრდნობის შედეგად გამოვლინდა, რომ მოსწავლის არასასურველ ქცევად მოსწავლეთა
90% ასახელებს გაკვეთილზე ხმაურს, 35% თვლის,
რომ მოსწავლის არასასურველი ქცევაა, როდესაც გაკვეთილზე არამიზნობრივად იყენებს ტელეფონს.
მოსწავლეთა 51% მიაჩნია, რომ მეგობართან საუბარი გაკვეთილის დროს არასასურველი ქცევაა,
მოსწავლეთა 24% ფიქრობს, რომ არასასურველ ქცევად ითვლება, როდესაც მოსწავლე უკომენტაროდ
არ ტოვებს სხვების ქმედებებს.
კითხვაზე, როგორი
უნდა იყოს მასწავლებლის ქმედება, რომ მოსწავლემ არ დაიმსახუროს შენიშვნა? გამოკითხულ
მოსწავლეთა 87% თვლის რომ მასწავლებლის ქცევა თვითნ უნდა იყოს სამაგალითო, მოსწავლეთა
93% მიაჩნია, რომ მასწავლებელი უნდა იყოს მომთხოვნი და მეგობრული, მოსწავლეთა 10% ფიქრობს,
რომ მასწავლებელი უნდა იყოს მომთხოვნი და მკაცრი, ხოლო მოსწავლეთა 13% ფიქრობს, რომ
მასწავლებელმა იგნორი უნდა გაუკეთოს მის არასასურველ ქცევას და ხშირად წავიდეს დათმობებზე.
კითხვაზე რას
თვლიან მოსწავლის არასასურველი ქცევის გამოვლენის მიზეზად?გამოკითხულ მოსწავლეთა
95% ასახელებს მასწავლებლის არაკეთილ განწყობას, 59% მიიჩნევს გაკვეთილისადმი ინტერესის
ნაკლებობას, ხოლო გამოკითხულ მოსწავლეთა 46% ასახელებს არაეფექტურ სასწავლო გარემოს.
კითხვაზე რას
თვლიან მოსწავლეთა არასასურველ ქცევის და უყურადღებობის მიზეზს კონკრეტულად ისტ-ის
გაკვეთილზე გამოვლინდა, რომ მოსწავლეთა 71% თვლის, რომ კომპიუტერთან მუშაობა უჩენთ
სურვილს დაკავდნენ არასაგაკვეთილო აქტივობებით, 29% მიიჩნევს, რომ რთულია საგანი, დანარჩენ
ორ კითხვაზე დაფიქსირდა 0%.
რაც შეეხება
აღნიშნულ კითხვაზე მოსწავლეთა პასუხებს ინგლისურის გაკვეთილზე შედეგები ასე გადანაწილდა
: რთულია საგანი ფიქრობს მოსწავლეთა 62%, 38% მიაჩნია, რომ წიგნში შემოთავაზებული თმები
არ არის საინტერესო, რაც შეხება დანარჩენ ორ კითხვაზე: მასწავლებლის არაკეთილგანწყობას
და მასწავლებლის მიერ დაგეგმილი აქტივობების არასაინტერესოობას-დაფიქსირდა 0%.
ძირითადი მიგნებები
მოსწავლეთა
მონაცემთა ანალიზზე დაყრდნობით გამოვლინდა მნიშვნელოვანი საკითხები:
·
მოსწავლეთა უმეტესობამ არ იცის რა არის არასასურველი ქცევა გაკვეთილზე.
გაკვეთილის ხელისშემშლელ ფაქტორად არ მიიჩნევენ ტელეფონის არამიზნობრივად გამოყენებას,
მეგობართან გადალაპარაკებას და ასევე სხვების ქმედებების უკომენტაროდ არ დატოვებას.
ძირითად არასასურველ ქცევად მიაჩნიათ, თუ მოსწავლე ხმაურობს.
·
გამოიკვეთა, რომ სამაგალითო ქცევას თვითნ მასწავლებლისგან ელიან, თვლიან რომ მასწავლებელი
უნდა იყოს მომთხოვნი და მეგობრული და მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ მასწავლებელი
ხშირად უნდა მიდიოდეს დათმობებზე.
·
მოსწავლეთა არასასურველი ქცევის გამოვლენის
მიზეზად მოსწავლეები ასახელებენ მასწავლებელთა არაკეთილგანწყობას, გაკვეთილისადმი ინტერესის
ნაკლებობას და არაეფექტურ სასწავლო გარემოს.
ასევე გამოვლინდა, რომ როდესაც საგანი არის მოსწავლისთვის რთული
და შესასწავლი თემები უინტერესო იწვევს მოსწავლეთა მოტივაციის ნაკლებობას და ამცირებს
მათ საგაკვეთილო პროცესში ჩართვის სურვილს, რაც აისახება მათ ქცევაზე. ასევე მნიშვნელოვანია
იმის გათვალისწინება, რომ მოსწავლეებისთვის კომპიუტერი ასოცირდება გასართობ საშუალებასთან,
რომელიც სურვილს უჩენს დაკავდეს არასაგაკვეთილო აქტივობებით, რაც ასევე აისახება მათ
ქცევაზე.
მასწავლებელთა
მონაცემთა ანალიზზე დაყრდნობით გამოიკვეთა მნიშვნელოვანი მიგნებები:
·
მასწავლებელთა გარკვეულ კატეგორიას
მოსწავლეთა ქცევის თვითრეგულირების მიზნით, ეფექტურ სტრატეგიად იგნორი მიაჩნია.
·
გამოიკვეთა, მასწავლებლების პოზიცია,
რომ მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებები მუდმივად გასათვალისწინებელი არ არის.
·
მუდმივად მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებების
გათვალისწინება ხელს უწყობს მოსწავლეთა წახალისებას და არასასურველი ქცევის გამოვლენას.
·
გამოვლინდა, რომ მასწავლებელთა უმეტესობა კლასში მოსწავლეებთან ერთად ქცევის წესებს მხოლოდ
შეიმუშავებს და აღარ ხდება მათი მარეგულირებლების საშუალებით რეგულირება.
·
ანკეტირების შედეგად აღმოჩნდა, რომ
მოსწავლის არასასურველი ქცევის გამოვლენის დროს მასწავლებელთა გარკვეული კატეგორია,
ან იქვე განიხილავს არასასურველი ქცევის მიზეზს,
ან უკეთებს იგნორს მოსწავლეს.
·
ვლინდება, რომ მასწავლებლებს შორის არის თანამშრომლობითი ურთიერთობის პრობლემა.
ინტერვენციები
კვლევის პროცესში მიღებული ინფორმაციის და მონაცემების
ანალიზის საფუძველზე ინტერვენციის მიზნით დავგეგმეთ რამოდენიმე აქტივობა.
იმისათვის,რომ ყურადღება გაგვემახვილებინა კლასის
მართვის ეფექტურ სტრატეგიებსა და მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებების მნიშვნელობაზე
დავგეგმეთ
სამუშაო შეხვედრა, სადაც განვიხილეთ
ყველა წამოჭრილი პრობლემა, როგორც მე-5 , ისე მე-8 კლასებში. ვიმსჯელეთ, ჩამოვაყალიბეთ
იდეები და შევჯერდით დაგვეგეგმა აქტივობები, რომლებიც ხელს შეგვიწყობდა არსებული პრობლემების
გადაჭრაში. ჩვენთვის საინტერესო აღმოჩნდა ფილმი ,,კლარკის ცხოვრება“ და ასევე ფილმი
,,თავისუფლების მწერლები“. რომლებმაც, დაგვაფიქრა კლაასის მართვის ეფექტურ სტატეგიებზე,
მასწავლებლისა და მოსწავლეების დამოკიდებულებებზე, ურთიერთობებზე. გავაანალიზეთ ფილმი,
ვისაუბრეთ მასწავლებლის როლზე და მის დამოკიდებულებაზე მოსწავლეების მიმართ. გამოვთქვით
მოსაზრებები ჩვენივე პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით.
ფილმიდან
მიღებული გამოცდილება დაგვეხმარა შეგვეცვალა ჩვენი დამოკიდებულებები მოსწავლეებისადმი.
აქტივობის მიზანი გახლდათ: დაკვირვება კლასის
მართვის ეფექტურ სტრატეგიებზე.
ასევე მნიშვნელოვნად დაგვეხმარა ზემოთ ჩვენს მიერ
წარმოდგენილი ლიტერატურა. ლიტერატურის გაცნობის პროცესში ვინიშნავდით მნიშვნელოვან
საკითხებს, ყურადღებას ვამახვილებდით საკვანძო საკითხებზე. ვმსჯელობდით პრობლემის გადაჭრის
გზებზე და მათი მოგვარების შესაძლებლობებზე.
სტრატეგიებს და მეთოდებს, რომლებსაც გავეცანით
ლიტერატურის მიმოხილვის დროს თანდათან ვნერგავდით ჩვენს საგაკვეთილო პროცესში. აქტიურად
გამოვიყენეთ სხვადასხვა სტრატეგია, რამაც დადებითი შედეგი გამოიღო. კონკრეტულად კლასში,
პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით, ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია მასწავლებელი ფლობდეს
კლასის მართვის ეფექტურ სტრატეგიებს, რაც წინაპირობა აღმოჩნდება სრულფასოვანი სწავლა-სწავლებისთვის.
ასევე ჩვენი პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესების
მიზნით გავეცანით ვიდეო-რგოლებს. გავაანალიზეთ თითოეული მათგანი და ავღნიშნავთ, რომ
მნიშვნელოვნად დაგვეხმარა სხვა ქვეყნის პედაგოგების გამოცდილებაც ამ საკითხთან მიმართებაში.
ექსპერტების რჩევები ,რომლებიც საუბრობდნენ
პირად მაგალითებზე დაყრდნობით, ღირებული აღმოჩნდა ჩვენთვის და იგივე მეთოდების დანერგვა დავიწყეთ ჩვენს საგაკვეთილო
პროცესში.
აღნიშნული აქტივობების შემდეგ ისევ მოვაწყეთ სამუშაო
შხვედრა, შევჯერდით რომ აღნიშნული მეთოდები ეფექტურად მუშაობს საგაკვეთილო პროცესის
დროს, ჩამოვაყალიბეთ რეკომენდაციები, რომლებიც წაგვადგებოდა როგორც ჩვენ, ასევე მე-5
და მე-8 კლასში შემსვლელ მასწავლებლებს. ამის შემდეგ მოვაწყეთ სამუშაო შეხვედრა კოლეგებთან,
სადაც გავეცით რეკომენდაციები, როგორც კლასის მართვასთან დაკავშირებით, ისე მოსწავლეთა
ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინების აუცილებლობაზე.
სამუშაო შეხვედრაზე ავღნიშნეთ, რომ ყველა ქვემოთ
მოყვანილი რეკომენდაცია დაგვეხმარა ჩვენს საგაკვეთილო პროცესში და შეგვიძლია ვთქვათ,
რომ მოსწავლეებმა დაიწყეს საკუთარი ქცევის თვითრეგულირებაზე მუშაობა და შედეგიც თვალსაჩინო
აღმოჩნდა.
რეკომენდაციები
მასწავლებლებისათვის:
·
ყოველთვის
გაითვალისწინეთ მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებები.
·
მიეცით
მოსწავლეს
მორალური
განვითარების
ბევრი
მაგალითი.
·
გამოუმუშავეთ ურთიერთპატივისცემის, ურთიერთგაგებისა და ურთიერთშემეცნების ჩვევები.
·
გამოიმუშაონ ადამიანის უფლებების დაცვისა და პიროვნების პატივისცემის უნარი
·
ყურადღება გაამახვილეთ მოსწავლის ქმედებაზე და არა მის პირად თვისებებზე.
·
ძალიან მნიშვნელოვანია, საკლასო
ოთახში შეიქმნას უსაფრთხო და სანდო გარემო, რათა მოსწავლეებმა გაკიცხვისა და შერცხვენის შიშის გარეშე გამოხატონ თავიანთი აზრი.
·
დაეხმარეთ მოსწავლებს დილემის ყველა ასპექტის დანახვაში.
·
ჩამოუყალიბეთ ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი თვისებები,
რომ იყოს კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე.
·
აუხსენით მოსწავლეს და დაუსაბუთეთ, რატომაა
ზოგიერთი საქციელი მიუღებელი.
·
დაანახვეთ, როგორ შეწუხდა სხვა ადამიანი მისი საქციელით.
·
დაეხმარეთ მოსწავლეებს, სიტუაციებს
სხვადასხვა ადამიანის თვალით შეხედონ. წაახალისეთ ისინი, რომ ერთმანეთის მიმართ თანაგრძნობა და მეგობრული დამოკიდებულება გაუჩნდეთ.თი ემოციები
და შეხედულებები.
·
კლასში მოსწავლეებთან ერთად შეიმუშავეთ ქცევის
წესები, რომელიც უწყვეტად გაკონტროლდება მარეგულირებლების საშუალებით.
·
გამოცდილების გაზიარების მიზნით, ხშირად შეხვდით
კოლეგებს და ერთობლივად დასახეთ პრობლემის გადაჭრისა და პრევენციის გზები.
მოსწავლეების მონაცემთა
ანალიზზე დაყრდნობით, პრევენციის მიზნით დავგეგმეთ შემდეგიი აქტივობები:
აქტივობა
1. ,,ბავშვთა უფლებებისა და მოვალეობების
გაცნობა.“
აქტივობის მიზანი გახლდათ: მოსწავლეებს
სიღრმისეულად გაეანალიზებინათ რა უფლებები
და მოვალეობები აქვთ. მოვაწყეთ დისკუსია და
ვიმსჯელეთ აღნიშნულ თემასთან
დაკავშირებით.
აქტივობა 2: ვიდეო-ფილმის ,,საოცრება“ ჩვენება.
აქტივობის
მიზანი გახლდათ, მოსწავლეები დაგვეკვირვებინა თანატოლებთან ურთიერთობის,
დამოკიდებულებებისა და ღირებულებიების მნიშვნელობაზე. გაგვეღვივებინა მათთვის
ემპათიის უნარი.
ფილმმა
შთაბეჭდილება მოახდინა მოსწავლეებზე, დააფიქრა საკუთარ ქცევებზე. გაანალიზეს
ფილმში არსებული მოსწავლეთა ქცევები და ურთერთდამოკიდებულება, გამოყვეს ქცევის
დადებითი და უარყოფითი მხარეები და ფილმზე დაყრდნობით გამოიტანეს
დასკვნები.პარალელი გაავლეს ფილმში არსებულ სიტუაციასა და თავიანთ კლასში არსებულ
სიტუაციებზე, დაფიქედნენ საკუთარ ქცევებზე.
აქტივობა 3 : ,,დაუმთავრებელი
დებულებები“ და ,, დილემური სიტუაციები“
აქტივობის
მიზანს წარმოადგენდა მასწავლებლის მიერ შეთავაზებული დაუმთავრებელი წინადადებები, საკუთარი
შეხედულებებისა და დამოკიდებულებების გათვალისწინებით დაესრულებინათ. მაგალითად:
აღნიშნული
აქტივობა ჩვენ, როგორც მკვლევარ პედაგოგებს დაგვეხმარა ზუსტად წარმოგვედგინა მოსწავლეთა
შეხედულებები, ქმედებები და მათი დამოკიდებულებები კონკრეტული საკითხის მიმართ. ასევე
დილემური სიტუაციებით მოსწავლეებს თვითონვე მოვაძებნონეთ გზები, რომ გადაეჭრათ ხელოვნურად
შექმნილი პრობლემური სიტუაციები. თავი წარმოვადგენინეთ როგორც ისტ-ის , ისე ინგლისურის
გაკვეთილზე. სიტუაციებზე დაკვირვებით მოსწავლეებმა იმსჯელეს კონკრეტულ მაგალითებზე.
აქტივობა: 4 ვიდეო-ფილმი
,,თავისუფლების მწერლები“-ის ჩვენება
აღნიშნული
აქტივობის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეები დაგვეკვირვებინა მასწავლებელსა და მოსწავლეებს
შორის ურთიერთობებსა და დამოკიდებულებებზე. თუ როგორ იცვლება მოსწავლეთა ქცევა მასწავლებლის
მიმართ, როდესაც მათი ურთიერთობა ეფუძნება ნდობასა და პატივისცემას.
ფილმის
დასრულების შემდეგ თითოეული მოსწავლე 2 წუთი ჯდებოდა ,,აზროვნების სკამზე“ ფიქრდებოდა
და თავის დამიკიდებულებას გამოხატავდა მოსწავლეთა ქცევის მიმართ რამდენიმე წინადადებით.
აქტივობა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, საინტერესო აღმოჩნდა როგორც მე-5, ისე მე-8
კლასელთა მოსაზრებები.ვფიქრობთ მოსწავლეებში ფილმით გამოწვეულმა ემოციებმა დააფიქრა
თითოეული მათგანი საკუთარ ქცევაზე, ვიმედოვნებთ, რომ ეს აუცილებლად აისახება საგაკვეთილო
პროცესის დროს.
აქტივობა 5: ,,დაკვირვების
დღიურის წარმოება“
დასახული
აქტივობის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეებს მოეხდინათ საკუთარი ქცევის თვითრეგულირება.
აღნიშნული
მეთოდით მე-5 და მე-8 კლასის მოსწავლეებს უწევდათ საკუთარ ქცევაზე დაკვირვება და არასასურველი
ქცევის აღრიცხვა ისტ-ის და ინგლისურის გაკვეთილზე 3 კვირის განმავლობაში. გაკვეთილის
დასრულებისთანავე განვიხილავდით შედეგებს, ვმსჯელობდით პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე
და ვსახავდით პრევენციის გზებს.
გვინდა
ავღნიშნოთ, რომ აღნიშნულმა აქტივობამ დადებითი შედეგი გამოიღო. რადგან მოსწავლეთა არასასურველმა
ქცევამ საგაკვეთილო პროცესის დროს საგრძნობლად იკლო.
იმატა
მოსწავლეებში ემპათიის უნარმა, აუმაღლდათ მოტივაცია სწავლის მიმართ, ორიენტირებულნი
გახდნენ საკუთარი თავი გაკვეთილზე წარმოედგინათ
დადებითი კუთხით, რაც თანდათან აისახა მათ
ქცევაზე.
ფიქრია საუკეთესო ხარ:*:*:*
ReplyDeleteწარმატებები!