|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სახელი, გვარი
|
ფიქრია მახარაშვილი
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
რაიონი
|
ხაშური
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სკოლა
|
სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფ: ოსიაურის საჯარო
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ქალაქი
|
ხაშური
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
თემის დასახელება
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
რას და როგორ ცვლის კომპიუტერი ჩვენს ცხოვრებაში?!
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
საგანი
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
(ისტ)
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დონე/კლასი
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დაწყებითი საფეხური, VI კლასი
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
განხორციელების დროის
ჩარჩო
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
4 კვირის განმავლობაში.
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პროექტის აქტუალობის დასაბუთება
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
XX საუკუნეში ელექტრონიკის დარგში გაკეთებულმა აღმოჩენებმა ტექნოლოგიურ
რევოლუციამდე მოგვიყვანა და ცხოვრების წესი შეგვიცვალა. კომპიუტერი თანდათანობით ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება.
დღესდღეობით, დიდ როლს თამაშობს კომპიუტერი ჩვენს ცხოვრებაში,ძალზე აქტუალურია ფლობდე კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს, რადგან თუ გავითვალისწინებთ დღევანდელობას და ტექნოლოგიური მიღწევების სწრაფად შემოჭრას ჩვენს საქმიანობაში ,შეძილება დავასკვნათ, რომ დღეს ის იმარჯვებს ვინც მეტ ინფორმაციას ფლობს, ამაში კი კომპიუტერსაც დიდი წვლილი მიუძღვის...ასე, რომ მთავარია კომპიუტერის შესაძლებლობები მიზანმიმართულად გამოვიყენოთ.
საგაკვეთილო პროცესის დროს, როდესაც განვიხილავდით კომპიუტერის შესაძლებლობებს
და ვეცნობოდით მისი განვითარების ეტაპებს მოსწავლეებში გაჩნდა ინტერესი სკოლაში ჩაეტარებინათ
გამოკითხვა, ინტერვიუების მეშვეობით და გამოევლინათ რა ინფორმაციას ფლობდნენ მოსწავლეები
კომპიუტერის წარმოშობის, განვითარების ეტაპების,მისი მოხმარების დადებითი და უარყოფითი
მხარეების შესახებ. გაესაუბრნენ სკოლის მასწავლებლებს და სკოლის ექიმს, მიიღეს რჩევები,
გაიაზრეს ყველა შესაძლო რისკი, რაც შეიძლება მოჰყვეს კომპიუტერის ხანგრძლივად ან
არამიზნობრივად მოხმარებას.
გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა,
რომ მწირია ცოდნა საზოგადოებაში და ასევე გამოიკვეთა ინტერესი თემასთან დაკავშირებით.
ამიტომ გაჩნდა იდეა დაგვეგეგმა პროექტი, რომელიც მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე
ყველა კითხვას გასცემდა პასუხს და მათი ცნობიერება აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით
გაიზრდებოდა.
ასევე პროექტი საშუალებას მოგვცემდა თითოეული მოსწავლე უფრო აქტიურად
ჩართულიყო ძიების პროცესში, რაც თავის მხრივ ზოგადად მთელი კლასის გააქტიურებას და
მათი უნარების გამოვლენას შეუწყობდა ხელს.
ვთვლი, რომ
მიღებული ცოდნა და გამოცდილება დამეხმარება საგაკვეთილო პროცესის დახვეწაში .თანამედროვე პედაგოგიკაში განსაკუთრებით
აქტუალურია პროექტებზე დაფუძნებული სწავლა. ეს არის მიდგომა, რომელიც საშუალებას
გვაძლევს, გავცდეთ მასწავლებელზე ორიენტირებულ აქტივობებს და
მოსწავლეებს შევთავაზოთ გრძელვადიანი სასწავლო საქმიანობა. აქტიურად ჩავრთავ მოსწავლეებს სასწავლო პროექტებში, რომლებიც მორგებული იქნება ესგ-ს
მოსწავლეების ინტერესებსა და საჭიროებებს.
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მიზნის ფორმულირება
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მოკლევადიანი მიზნები:
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
·
პროექტის ფარგლებში
მონაწილეებმა მოახდინონ იდეების გენერირება.
·
მოსწავლემ შეძლოს მოიპოვოს სანდო
ინფორმაცია, როგორ და სად შეიქმნა პირველი კომპიუტერი, მასალის ძიებისას
ეფექტიანად გამოიყენოს საძიებო სისტემები.
·
მოიძიოს მასალა კომპიუტერის წარმოშობასა და
განვითარების ეტაპებზე
·
ისაუბროს კომპიუტერის დადებით და უარყოფით
მხარეებზე, შესაძლო რისკებზე, კერძოდ, რას და როგორ ცვლის კომპიუტერი
ჩვენს ცხოვრებაში.
·
ჩაწერონ ინტერვიუები სკოლის პედაგოგებთან,
მოისმინონ მათი აზრი, სკოლის ექიმთან საუბრისას განიხილონ ყველა შესაძლო
რისკები, რაც შეიძლება მოჰყვეს კომპიუტერის ხშირ მოხმარებას.
·
მოისმინონ ექსპერტების დასკვნები
კომპიუტერის მოხმარების შესახებ(როგორც დადებითი, ისე უარყოფითი)
·
პრეზენტაციის სახით წარმოადგინოს თავიანთ
ნამუშევრები აღნიშნულ თემასთან
დაკავშირებით.
·
მოიძიონ ვიდეო კომპიუტერის შექმნის და განვითარების
ეტაპების შესახებ
·
მოსწავლეთა გარკვეულმა ჯგუფმა
წარმოადგეინოს კედლის გაზეთი
·
დაამზადონ საინფორმაციო ბროშურა
·
მოძებნონ სათანადო პასუხები, კითხვებზე,
რომლის საჭიროებაც გამოიკვეთა სკოლაში მოსწავლეებთან გამოკითხვების და
მასწავლებლებთან ინტერვიუს შედეგად.
·
პრეზენტაციის დასასრულს მოსწავლეებმა
აღნიშნულ თემას გაუკეთონ ანალიზი პროგრამა Power Point-ში აწყობილი
პრეზენტაციებით.
·
პრეზენტაციები გაუზიარონ თანატოლებს და
მასწავლეებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ატვირთავონ ბლოგზე და ინტერნეტ
სივრცეში ისტ-ის ვებ-გვერდზე.
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
გრძელვადიანი მიზნები:
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ისეთი უნარების განვითარებას,
როგორიცაა:
·
ინფორმაციის მოპოვების კრიტიკულად შეფასების,
შემოქმედებითად გამოყენების უნარები
·
ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და
გამოყენების ეთიკურ/იურიდიულ საკითხების და ნორმების დაცვის აუცილებლობის უნარები.
·
ისტ პროდუქტის შექმნის საშუალებების ფლობის
უნარი
·
ინფორმაციის კლასიფიკაციის, ანალიზის და სინთეზის
უნარები.
·
პროექტის დაგეგმვის, განხორციელების, შდეგების
ანალიზის და დასკვნების გაკეთების უნარები.
·
საღი მსჯელობის, კომუნიკაციის, პრეზენტაციის
უნარები.
·
სოციალური უნარები (ურთიერთთანამშრომლობა,
სხვისი მოსაზრების პატივისცემა და ა.შ)
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
შინაარსობრივი სტანდარტები
და ინდიკატორები
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ისტექნ. VI.1. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული
საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
·
ახდენს ტექსტური, გრაფიკული და აუდიო მასალის ეფექტიანად
კომბინირებას მიზნის შესაფერისი ციფრული მასალის შექმნისას;
·
აფასებს ციფრული საშუალებების
შესაძლებლობებს და ადეკვატურად შეარჩევს ციფრულ საშუალებებს ცნებების,
ობიექტების და პროცესების გამოსახვისას; აუდიტორიის მოთხოვნების და საკუთარი (ან ჯგუფის)
მიზნების გათვალისწინებით, ამზადებს პრეზენტაციას/სლაიდებს
საკუთარი (ან ჯგუფის) მოსაზრებების წარმოსაჩენად ან მუშაობის შედეგის
სადემონსტრაციოდ;
ის ტექნ. VI.3. მოსწავლეს
შეუძლია სხვადასხვა
სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და
კვლევის პროცესში
·
ინფორმაციის და ციფრული მასალის
ძიებისას ეფექტიანად იყენებს გავრცელებული საძიებო სისტემების შესაძლებლობებს:
ფლობს საძიებო სისტემის მაღალი დონის შესაძლებლობებს და საძიებო ფრაზების
სინტაქსს. აფასებს და მსჯელობს ერთი სისტემის უპირატესობაზე მეორესთან შედარებით;
ის ტექნ. VI.4. მოსწავლეს
შეუძლია სხვადასხვა
სახის ციფრული საშუალებების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისათვის და
თანამშრომლობისათვის
იყენებს ისტ-ს ავტორებთან და ექსპერტებთან საკომუნიკაციოდ
ციფრული ინფორმაციის მოსაძიებლად, ციფრული მასალის შესაქმნელად და მისი ხარისხის
გასაუმჯობესებლად;
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
წინარე
ცოდნა:
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
·
მოსწავლეებს განვითარებული აქვთ კომპიუტერთან
მუშაობის უნარ-ჩვევები,
·
მუშაობენ პროგრამა Word-ში,
MS Power Point-ში,MS Excel-ში
·
შეუძლიათ ინტერნეტში მასალის მოძიება ეთიკური
და უსაფრთხოების ნორმების დაცვით
·
იციან ფოსტის გამოყენება და როგორ დაამყარონ ონლაინ კავშირი
ერთმანეთთან, შეუძლიათნ გუგლდოკებში ინფორმაციის გაზიარება.
·
იციან ბლოგზე მასალის განთავსება
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პროექტის
განხორციელებისთვის საჭირო აქტივობები:
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
I კვირა:
აქტივობა 1.
პროექტის
დაწყებამდე 2 დღით ადრე საინფორმაციო შეხვედრა მქონდა მოსწავლეებთან
მიზანი:
ინფორმირებისა და ის
აქტივობა 2.
მოსწავლეებს ვაცნობ თემის შინაარსს პრეზენტაციის
საშუალებით,
მიზანი:
საშუალებას მისცემს უკეთ ჩაწვდნონ პროექტის
მიზნებს და აუმაღლდეთ მოტივაცია სამუშაოს მიმართ.
აქტივობა 3.
გონებრივი იერიშის მეთოდის გამოყენება.
მოსწავლეებს ვუსვავ თემატურ კითხვებს,რაც საშუალებას
მაძლევს ზოგადი თემიდან უფრო კონკრეტულამდე დავიყვანო მათი შემოქმედებითი აზროვნება.
მიზანი:
მოსწავლეთა წინარე ცოდნის გაგება
II კვირა:
აქტივობა 4.
მიზანი:
მისი საშუალებითაც ზუსტად ვაძლევ მითითებებს
ვის რა ევალება და რა დროში უნდა გაწერონ სამუშაო.
აქტივობა 5.
შუალედური მონიტორინგი
მიზანი:
რამდენად სწორად წარმართავენ დავალებულ სამუშაოებს
მოსწავლეები, ხომ არ არის საჭირო გეგმის მოდიფიცირება, რჩევების მიცემა და კითხვებზე
შესაბამისი პასუხები.
აქტივობა 6.
პროგრამა Power Point-ში მოამზადებული პრეზენტაციის წარდგენა და გაზიარება
მიზანი:
განუვითარდებათ ისტ პროდუქტის შექმნის საშუალებების ფლობა.
IIIკვირა
აქტივობა 7.
შექმნიან კედლის გაზეთებს.
მიზანი:
მუშაობის შედეგების დემონსტრირება.
აქტივობა 8.
დაამზადებენ საინფორმაციო ბიულეტინებს.
მიზანი:
ინფორმირება და დაინტერესება საზოგადოების.
აქტივობა 9.
მოიძიებენ ვიდეო-რგოლს კომპიუტერის წარმოშობის და განვითარების ეტაპებზე.
მიზანი:
ინფორმირება დაინტერესებული საზოგადოების
IV კვირა
აქტივობა 10.
შუალედური მონიტორინგი
მიზანი:
მოსწავლეთა ნამუშევრების გადახედვა, მათი საქმიანობის
შეფასება, სუსტი და ძლიერი მხარეების გამოვლენა.
აქტივობა 11.
შესრულებული ნამუშევრების ერთმანეთისადმი გაზიარება ელ.ფოსტის საშუალებით.
მიზანი:
თანამშრომლობითი უნარის განვითარება და ურთიერთშფასება
აქტივობა12.
შექმნილი ისტ პროდუქტების ბლოგზე ატვირთვა და
ასევე სოციალურ ქსელში ისტ-ის ვებ-გვერდზე განთავსება
მიზანი:
განუვიათარდებათ უნარი შექმნის (პრეზენტაცია, ონლაინ რესურსები) და ინფორმაციის
განთავსების ინტერნეტ სივრცეში
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
შედეგები
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
·
გავეცნობით რა არის კომპიუტერი, როგორ და
სად შიქმნა.
·
ვისაუბრეთ კომპიუტერის წარმოშობისა და განვითარების ეტაპებზე
·
მოსწავლეებმა ჩაწერეს ინტერვიუები სკოლის
პედაგოგებთან, მოისმინეს მათი აზრი.
·
სკოლის ექიმთან საუბრისას განიხილეს ყველა
შესაძლო რისკები, რაც შეიძლება მოჰყვეს კომპიუტერის ხშირ მოხმარებას.
·
მოისმინონ ექსპერტების დასკვნები
კომპიუტერის მოხმარების შესახებ(როგორც დადებითი, ისე უარყოფითი)
·
მოსწავლეებმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს
თავიანთი ნამუშევრები აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.
·
გვაჩვენეს
ფილმი კომპიუტერის წარმოშობისა
და განვითარების ეტაპების შესახებ
·
მოსწავლეთა გარკვეულმა ჯგუფებმა
წარმოადგინეს კედლის გაზეთები.
·
დაამზადეს საინფორმაციო ბროშურები.
·
უპასუხებენ ყველა იმ კითხვას, რომლის
საჭიროებაც გამოიკვეთა სკოლაში გამოკითხვების და მასწავლებლებთან
ინტერვიუების შედეგად.
·
პრეზენტაციის დასასრულს მოსწავლეებმა
აღნიშნულ თემას გაუკეთეს ანალიზი პროგრამა Power Point-ში აწყობილი
პრეზენტაციებით.
·
თავიანთი შესრულებული ნამუშევრები გაუზიარეს
ერთმანეთს ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
·
პრეზენტაციები ატვირთეს ბლოგზე
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი:
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
·
პროექტის განმავლობაში გამოვიყენებ გამოკითხვას
ზოგადი და თმატური კითხვების შესაბამისად.
·
გონებრივი იერიშის გამოყენებით განვსაზღვრავ მოსწავლეების
წინარე ცოდნას, მოსწავლეებს ვთხოვ დაიწყონ სქემის ,,ვიცი, მინდა ვიცოდე, გავიგე
„ შევსება.
·
პერიოდულად განვიხილავ პასუხებს შინაარსობრივ
კითხვებზე, რათა შევაფასო თემის გააზრების ხარისხი და შესაბამისად წარვმართო
პროექტის პროცესი.
·
ჯგუფურ მუშაობას შვაფასებ ჯგუური მუშაობის
რუბრიკის გამოყენებით.
·
მუშაობის პროცესში პერიოდულად გავმართავ
თანაკლასელების შეხვედრებს უკუკავშირის გაზიარებისთვის.
·
პროექტზე დასრულების შემდეგ მოსწავლეთა
შფასებისთვის გამოვიყენებ ჯგუფური მუშაობის, პრეზენტაციის შეფასების რუბრიკებს.
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პროექტის განხორციელების რისკები და შესაძლო
ხარვეზები,
მათი თავიდან აცილების გზები:
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
რისკები
|
თავიდან აცილების გზები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
შესაძლოა აღმოჩდნენ პასიური მოსწავლეები
|
ჯგუფის წევრებს მივცემ რეკომენდაციას, სამუშო
გადაანაწილონ ისე, რომ ყველა წევრს ჰქონდეს კონკრეტული დავალება
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
შესაძლოა მოსწავლეების ნაწილს არ ჰქონდეს
წვდომა ინტერნეტზე
|
მოსწავლეებს შუძლიათ ისარგებლონ სკოლის
კომპიუტერული ლაბორატორიით
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
შესაძლოა მოსწავლეებმა მოიძიონ ინფორმაცია
არასანდო წყაროდან
|
კონსულტაციები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სასწავლო თემისთვის საჭირო
მასალები:
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პროექტები
Subscribe to:
Comments (Atom)
No comments:
Post a Comment