რჩევები


მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს 
განმავითარებელი კომენტარი:
  • იწყებს თუ არა კომენტარს იმით, რაც მოსწონს.
  •   არის თუ არა კომენტარი კონკრეტული, ფაქტით / მაგალითით გამყარებული.
  •   არის თუ არა კომენტარში ნაჩვენები გაუმჯობესების გზა.
  •    არის თუ არა დასაბუთებული, რატომ სჯობს კომენტარის გამცემის მიერ  შეთავაზებული გზა ავტორისას.
  •    არის თუ არა კომენტარის ტონი თანამშრომლობითი, კეთილგანწყობისა და პატივისცემის გამომხატველი.


რეკომენდაციები სასჯელის გამოყენების თაობაზე:

  •    ყურადღება გაამახვილეთ მოსწავლის ქმედებაზე და არა მის პირად თვისებებზე.
  •    მიეცით მოსწავლეებს საშუალებათავი აარიდონ არასასიამოვნო სიტუაციას (დამატებითი სავარჯიშოების შესრულებაყოველკვირეული ტესტირება), როცა მიაღწევენ კომპეტენციის განსაზღვრულ დონეს.
  •    ნუ მისცემთ მოსწავლეებს უფლებასშეთანხმების პირობები შეგაცვლევინონ.
  •    ნუ გააძლიერებთ უნებლიეთ იმ საქციელსრომლის დასჯასაც ცდილობთკონფრონტაციას ნუ გაახმაურებთრათა მოსწავლეები არ გახდნენ „გმირები” კლასის თვალში მასწავლებელთან დაპირისპირების გამო.
  •    ეცადეთმოსწავლეებმა წინასწარ იცოდნენრა მოჰყვება საკლასო წესების დარღვევასამისთვის უმცროსკლასელებს ჩამოუწერეთ ძირითადი საკლასო წესებიუფროსკლასელებს კი ეს წესები და მათი დარღვევის შესაძლო შედეგები სილაბუსებში ჩამოუთვალეთ.
  •    უთხარით მოსწავლეებსრომ სასჯელამდე ისინი მხოლოდ ერთ გაფრთხილებას მიიღებენმშვიდად გააფრთხილეთ და განაგრძეთ გაკვეთილი.
  •    ეცადეთსასჯელი შეძლებისდაგვარად მყისიერი იყოს.
  •    შენიშვნა მიეცით მშვიდიმაგრამ მკაცრი ხმით.
  •    ერიდეთ შურისმგებლურ და სარკასტულ ტონსამ თქვენს ინტონაციას შესაძლოა მოსწავლეების იმიტაციით მოჰკრათ ყური.
  •    ხაზი გაუსვით პრობლემური ქცევის გამოსწორების აუცილებლობას და არა მოსწავლისადმი თქვენს პირად ანტიპათიას.
  •  უმნიშვნელო დარღვევას ყურადღებას ნუ მიაქცევთშეაჩერეთ ეს საქციელი მზერით ან უბრალოდ მიუახლოვდით მოსწავლესრომელიც ხელს გიშლით.
  •    დარწმუნდითრომ სასჯელი დანაშაულს შეესაბამება – ნუ წაართმევთ მოსწავლეს დამსახურებულ თავისუფალ დროს წესების მხოლოდ ერთხელ დარღვევისთვის.
  •    ნუ გამოიყენებთ სასჯელად საშინაო დავალებას ისეთი საქციელისთვისროგორიცაა საკლასო ოთახში საუბარი.
  •   თუ პრობლემური საქციელი დიდხანს გრძელდებაგააანალიზეთ სიტუაცია და გამოიყენეთ ახალი მიდგომაშესაძლოათქვენი სასჯელი არ იყო სერიოზული ან მოქმედებას არაადეკვატურად აძლიერებდა.

ლორენ კოლბერგის რჩევები 
მოსწავლის მორალური განვითარების ხელშესაწყობად 


1. აუხსენით მოსწავლეს და დაუსაბუთეთ, რატომაა ზოგიერთი საქციელი მიუღებელი.
2. მოსწავლეს აუცილებლად უნდა დავაკისროთ პასუხისმგებლობა არაზნეობრივ და ანტისოციალურ საქციელზე, თუმცა მნიშვნელოვანია სასჯელთან ერთად ინდუქციის გამოყენებაც.
3. დაანახვეთ, როგორ შეწუხდა სხვა ადამიანი მისი საქციელით.
4. დაანახვეთ სხვა ადამიანის (მაგალითად, იმისა, ვისაც დასცინის) თვალთახედვა და მოტივი.
5. დაეხმარეთ მოსწავლეებს, სიტუაციებს სხვადასხვა ადამიანის თვალით შეხედონ. წაახალისეთ ისინი, რომ ერთმანეთის მიმართ თანაგრძნობა და მეგობრული დამოკიდებულება გაუჩნდეთ.
6. მიეცით მოსწავლეს მორალური განვითარების ბევრი მაგალითი.
7. ჩართეთ საკლასო დისკუსიებში მორალური საკითხები და დილემები. წაახალისეთ ბავშვები, ახსნან და დაასაბუთონ თავიანთი მორალური შეხედულებანი.
8. ძალიან მნიშვნელოვანია, საკლასო ოთახში შეიქმნას უსაფრთხო და სანდო გარემო, რათა მოსწავლეებმა გაკიცხვისა და შერცხვენის შიშის გარეშე გამოხატონ თავიანთი აზრი.
9. დაეხმარეთ მოსწავლებს დილემის ყველა ასპექტის დანახვაში.
10. აქტიურად ჩართეთ მოსწავლეები ისეთ პროექტებში, რომლებიც საზოგადოების სამსახურს მოითხოვს. ეს ხელს შეუწყობს მათი სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას.

No comments:

Post a Comment