,,დაფიქრდი და შეავსე კროსვორდი“
შექმნის და გამოყენების რეფლექსია
აღნიშნული რესურსი შექმნილია ესგ-ის მე-6 კლასის სასწავლო სტანდარტის შესაბამისად. გათვალისწინებულია მოსწავლეთა ასაკობრივი
შესაძლებლობები,
მორგებულია მათ
ინდივიდუალურ საჭიროებებზე,
შედგენილია მათთვის
გასაგებ და ადვილად აღსაქმელ ენაზეგანვლილი მასალის გამოკითხვის მიზნით.
რესურსის
მიზანს წარმოადგენს, შემძლებოდა ყველა მოსწავლის ერთდროულად ჩართვა სასწავლო პროცესში
და მათი შესაძლებლობების გამოვლენა. გაკვეთილის დაწყებისთანავე, მოსწავლეებს დავახვედრე
კომპიუტერში გახსნილი პროგრამა, მათ უნდა შეევსოთ კროსვორდი ინდივიდუალურად. აღნიშნული
რესურსით შევძელი ყველა მოსწავლის გამოკითხვა კლასში და დადგენა იმის, ვის რა საკითხთან
მიმართებაში ქონდა პრობლემა. ამ ფორმით ცოდნის განმტკიცება გაუადვილებს მოსწავლეებს შემდგომი სასწავლო აქტივობების ორგანიზებას. გარდა ამისა რესურსის გამოყენება სასწავლო პროცესს ბევრად საინტერესოსა და მიმზიდველს ხდის.
მოსწავლეთა სოციალური აქტიურობის გაზრდის მიზნით საჭიროდ ჩავთვალე ჩემი მოსწავლეებისათვის შემექმნა ისეთი სასწავლო ელექტრონული რესურსი, რომელიც დაეხმარებოდა მათ კონკრეტული თემის უკეთ გააზრებაში და ცოდნის განმტკიცებაში. დრევანდელი სასწავლო გარემოსა და მოსწავლეთა დაინტერესებიდან გამომდინარე ელექტრონული რესურსი შეესაბამება სწავლების არსებულ მოთხოვნებს. ის ეხმარება მოსწავლესა და მასწავლებელს საკლასო ოთახის პირობებში ყურადრება გაამახვილოს, როგორც საინფორმაციო მასალის საკვანძო საკითხებზე, ისე ვიზუალურ მხარეზე, რაც აადვილებსმასალის უკეთ
ახქმას და დამსახურებას. ელ. რესურსი ხელს უწყობს მედიამეცნიერების და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას. „მასწავლებელი- მოსწავლის“ შემოქმედებითი თანამშრომლობის პროცესის წარმართვას.
შექმნის და
გამოყენების რეფლექსია
სწავლების ტრადიციულ გარემოს ენაცვლება ციფრული გარემო, რაც ასე ახლობელი
და საინტერესოა ჩვენი მოსწავლეებისთვის.
ცნობილია, რომ ცოდნის კონსტრუირებისთვის
ხელშემწყობი სასწავლო გარემოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ინფორმაციული და
საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ისტ). გარდა იმისა, რომ ისტ-ი ხელს უწყობს მოსწავლის მოტივაციის
ამაღლებას, იგი საშუალებას იძლევა, სასწავლო პროცესი დროშიც და სივრცეშიც გაცდეს საკლასო
ოთახის ფარგლებს და გახდეს მაქსიმალურად ღია.
ჩემს მიერ შექმნილი
რესურსი გამოვიყენე შემაჯამებელი გაკვეთილის პერიოდში, მე-5 კლასში, გავითვალისწინე
მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებები, მოსწავლეთა წინარე ცოდნის გათვალისწინებით შევადგინე
ტესტი, რომელიც იწყება მარტივი კითხვებით და თანდათანობით რთულდება.
ეს რესურსი იმდენად საჭირო და მოსახერხებელია, რამდენადაც მასწავლებელს
შეუძლია მოსწავლეების საჭიროებიდან გამომდინარე შექმნას პროგრამის შესაბამისი მასალა, მოარგოს გაკვეთილის მიზნებს. აღნიშნული რესურსი მუდმივად გამომადგება მე-5
კლასში განვლილი მასალის შეჯამების დროს და ასევე სხვა ისტ-ის პედაგოგებსაც მისცემს
საშუალებას გამოიყენოს თავის მოსწავლეებთან, რადგან რესურსი არის საჯარო და განთავსებული,
როგორც ჩემ ბლოგზე, http://pikriamakharashvili.blogspot.com/ ასევე ინტერნეტ-სივრცეში. https://learningapps.org/display?v=pi7crzzha17
რესურსი ასევე საშუალებას იძლევა განახლების, შესაძლებელია ცვლილებების
შეტანა და ასევე სხვა საგნის პედაგოგებს შეუძლიათ მისი მოდიფიცირება საკუთარი მიზნებიდან
გამომდინარე.
ჩემი გაკვეთილის მიზანი იყო: განვლილი მასალის ცოდნის შეჯამება, და ესგ სტანდარტზე გასვლის შემოწმება.
ის ტექნ. V. 1. მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად და
უსაფრთხოდ გამოყენება.
ჩემს მიერ შექმნილი რესურსი ინტერაქტიურია და
ავითარებს მოსწავლეებში ცოდნის გააქტიურებას, კრიტიკული აზროვნების და თვითშეფასების
უნარს. ვფიქრობ, რესურსმა საგაკვეთილო პროცესი
საინტერესო და ინოვაციური გახადა.
ამ რესურსის გამოყენება გაკვეთილზე მარტივია. პროექტორის საშუალებით კლასში შესაძლებელია
მოსწავლეებისთვის სლაიდ-შოუს ჩვენება, რაც გააადვილებს მასალის ხედვას, აღქმას და ხელს შეუწყობს დამახსოვრებას.
რაც ყველაზე მთავარია მოსწავლეებისთვის ტესტის დასრულებისთანავე ცნობილი ხდება შედეგები.
თუმცა მე გამოვიყენე ინდივიდუალური გამოკითხვა, თითოეულ მოსწავლეს თავის
კომპიუტერზე დავახვედრე პრეზენტაცია, რაც მათი შეფასების საშუალებას მომცემდა. ციფრული
რესურსის ამგვარი სახით გამოყენებამ დადებითი
გავლენა იქონია მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებასა და მათ საგაკვეთილო პროცესში ჩართულობაზე.
მოსწავლეებმა შეძლეს არსებული ცოდნის გააქტიურება, კონსტრუირება, თვითშეფასება,
გააკეთეს შეჯამება და გამოიტანეს დასკვნები.
შეფასება იყო გამჭირვალე და ობიექტური.
არანაირი პრობლემა არ მქონია, პირიქით მოსწავლეებმა ტესტის დასრულებისთანავე
თვითონვე დაითვალეს სწორი პასუხები და შეაფასეს საკუთარი თავი.
ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში აღნიშნული რესურსით მოსწავლეთა გამოკითხვა
და განვლილი მასალის შეჯამება გახდა მეტად საინტერესო, ინოვაციური და გამჭირვალე, მოსწავლეებმაც
უკეთ შეძლეს თვითშეფასება და მეც მომეცა ჩემი პედაგოგიური საქმიანობის კვლევის შესაძლებლობა,
რომ გამომევლინა რა საკითხი ისწავლეს მოსწავლეებმა უკეთ, რა უჭირთ და რაში ჭირდებათ
ჩემი დახმარება.
ელექტრონული რესურსის
გამოყენების ინსტრუქცია
ელექტრონული
რესურსის ნახვა, შესაძლებელია ჩემს მიერ მითითებულ
ლინკზე. https://learningapps.org/display?v=pi7crzzha17
ბმულზე გადასვლა არ არის რთული, მაუსის მაჩვენებელს
როდესაც მიიყვანთ ლინკთან ctrl ღილაკის დახმარებით დააწკაპებთ
და გადახვალთ ელექტრონულ სივრცეში, სადაც განთავსებულია რესურსი.
რესურსის გამოყენება ძალიან მარტივია, პროგრამა თვითონვე
მიგითითებთ როგორ იმოქმედოთ. მაუსზე დაწკაპებით იწყებთ პრეზენტაციის გაშვებას, სწორი
პასუხის დაფიქსირება ხდება მაუსის დაკლიკებით. პრეზენტაციის დროს მარტივად ფიქსირდება
სწორი და არასწორი პასუხები, აღნიშვნის ღილაკით ნახულობთ შედეგს, ხოლო ისრის საშუალებით გადადიხართ მომდევნო კითხვაზე. სლაიდის
ზემო კიდეზე მოთავსებულია კითხვის ნიშანი, რომელზე დაწკაპებაც შეგახსენებთ რესურსის
მიზანს და ინსტრუქციას, ხოლო კითხვის ნიშნის გვერდით არსებული ნათურა იძლევა დახმარებას
სადაც მითითებული მაქვს განმარტებები რამდენ ქულიანია ტესტი და როგორ ხდება შეფასება.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ პროგრამა თვითონვე გითვლით რაოდენობას სწორი და არასწორი
პასუხების და ასევე ანგარიშობს შედეგს პროცენტულად.
მასწავლებელი:
ფიქრია მახარაშვილი
,,კროსვორდის საშუალებით შამოწმე შენი ცოდნა“
შექმნის და გამოყენების რეფლექსია
ამ კონკრეტული ციფრული რესურსის შექმნა- გამოყენება შემდეგმა
ფაქტორებმა განაპირობა. არ მსურდა მოსწავლეთა
წინარე ცოდნის გამოკითხვა
ტრადიციული გზით. სურვილი გამიჩნდა მოსწავლეებისთვის შემეთავაზებინა საინტერესო
სასწავლო პროცესი, გაკვეთილის გამოწვევის ფაზაზე მომეფიქრებინა რამე განსხვავებული,
რითიც შევძლებდი მოსწავლეების გაკვეთილში უკეთ
ჩართვას და მათი ინტერესის გაღვივებას. გადავწყვიტე გაკვეთილი
უფრო საინტერესო, ვიზუალურად ეფექტიანი
და ადვილად აღსაქმელი დამეგეგმა რის
საშუალებასაც ისტ-ის გამოყენება მაძლევდა. სწორედ ამ მიზნით გამიჩნდა იდეა შემექმნა ელექტრონული
რესურსი, სახელწოდებით ,,კროსვორდის საშუალებით შეამოწმე შენი ცოდნა“. აღნიშნული რესურსი
შესაძლებელია იხილოთ შემდეგ მისამართზე:https://learningapps.org/display?v=phgp136pk18
რესურსის
მიზანი გახლავთ არსებულ ცოდნაზე დაყრდნობით მოსწავლეებმა გაიხსენონ ნასწავლი, კონკრეტული
საკითხები, შეძლონ მოკლე დროში გონების მობილიზება.
აღნიშნული რესურსი შექმნილია ესგ-ის მე-5 კლასის სასწავლო სტანდარტის შესაბამისად. გათვალისწინებულია მოსწავლეთა ასაკობრივი შესაძლებლობები,
მათი წინარე ცოდნა,
მორგებულია მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე, შედგენილია მათთვის გასაგებ და ადვილად აღსაქმელ ენაზე. საინფორმაციო მასალაში ყურადრება მახვილდება ძირეულ საკვანძო საკითხებზე.
აღნიშნული რესურსი ეხმარება მოსწავლეებს ცოდნის გამტკიცებასა და სასწავლო მასალის შეჯამებაში. ჩემი აზრით, ასეთი ფორმით მასალის მიწოდება ხელს უწყობს საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას, მრავალფეროვანს ხდის სასწავლო პროცესს. არის ინტერაქტიური და მოსწავლეებს საშუალებას აძლევს აქტიურად იყვნენ ჩართული გაკვეთილის მსვლელობაში. ციფრული ტექნოლოგიის გამოყენება სასწავლო პროცესში ეხმარება მოსწავლეს ისეთი მარალი სააზროვნო უნარების განვითარებაში, როგირიცაა: შედარება, ანალიზი, დროსა და სივრცეში ტრანსფორმაცია, ცოდნის კატეგორიზაცია, სინთეზი და სხვა.
ელექტრონულმა რესურსმა
დადებითი
გავლენა იქონია მოსწავლეების სწავლის პროცესზე:
ü გაიზარდა მოსწავლეთა მიტივაცია
ü გაიზარდა მოსწავლეთა ჩართულობა
ü ნასწავლის შჯამება არ იყო ერთფეროვანი და მოსაწყენი.
ü მოსწავლეებს
გაუადვილდათ მასალის გააზრება
ჩემს მიერ შექმნილი რესურსი ინტერაქტიურია და ავითარებს
მოსწავლეებში ცოდნის გააქტიურებას, კრიტიკული აზროვნების და თვითშეფასების უნარს. ვფიქრობ, რესურსმა საგაკვეთილო პროცესი საინტერესო
და ინოვაციური გახადა. ასევე იგი გამოირჩევა მრავალჯერადი გამოყენების თვალსაზრისითაც.
მარტივია მისი მოდიფიცირება, ან ანალოგიური დანართის შექმნა.
ელექტრონული რესურსის
გამოყენების ინსტრუქცია
ელექტრონული
რესურსის ნახვა, შესაძლებელია ჩემს მიერ მითითებულ
ლინკზე.https://learningapps.org/display?v=phgp136pk18
ბმულზე
გადასვლა არ არის რთული, მაუსის მაჩვენებელს როდესაც მიიყვანთ ლინკთან ctrl ღილაკის დახმარებით დააწკაპებთ და გადახვალთ ელექტრონულ
სივრცეში, სადაც განთავსებულია რესურსი.
რესურსის
გამოყენება მარტივია, მაუსის ღილაკი დააკლიკეთ თქვენთვის სასურველ ნომერზე, როგორც
ჰორიზონტალურზე, ისე ვერტიკალურზე. პროგრამა თვითონვე გამოიტანს კითხვას, პასუხი უნდა
ჩაწეროთ შესაბამის უჯრაში და დაადასტუროთ OK ღილაკზე დაკლიკებით. თქვენს მიერ ჩაწერილი ყველა პასუხი
მიღებული იქნება, მხოლოდ მაშინ გაწითლდება არასწორი პასუხები როდესაც დააკლიკებთ
მარჯვენა ქვედა კუთხეში აღნიშვნის ღილაკზე .
მასწავლებელი: ფიქრია მახარაშვილი
ელექტრონული რესურსის,
,, ელექტრონული ცხრილები MS Excel-ში“ რეფლექსია
ჩემს მიერ შექმნილი ელექტრონული რესურსის სათაურია : ,,
ელექტრონული ცხრილები MS
Excel-ში“. აღნიშნული რესურსი შექმნილია ესგ-ის მე-6 კლასის სასწავლო სტანდარტის შესაბამისად.
ელექტრონული რესურსის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეებში ცოდნის
აკუმულირებას. რესურსის
მეშვეობით, მოსწავლეებმა გაიხსენეს პროგრამა Excel-ის უკვე ნასწავლი მასალა (ელექტრონულ
ცხრილების შექმნა, მონაცემთა შეტანა, ფორმატირება, რედაქტირება, სვეტებისა და
სტრიქონების წაშლა-დამატება, უკანასკნელი ქმედებების გაუქმება/გამეორება). აღნიშნული რესურსით
შევძელი მოსწავლეებში
ელექტრონული ცხრილის ირგვლივ არსებული ცოდნის გახსენება/თავმოყრა. ვთვლი,
რომ აღნიშნული ქმედება გამართლებულია, რადგან მოსწავლე თავის პასუხებს იმ წუთშივე
ადარებს სწორ ვარიანტს.
ჩემს მიერ შექმნილი რესურსი გამოვიყენე შემაჯამებელი
გაკვეთილის პერიოდში, მე-6 კლასში, გავითვალისწინე მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებები,
მოსწავლეთა წინარე ცოდნის გათვალისწინებით შევადგინე ტესტი, რომელიც იწყება მარტივი
კითხვებით და თანდათანობით რთულდება.
აღნიშნული ელექტრონული რესურსის გამოყენება დაეხმარება მოსწავლეებს სასწავლო თემატიკიდან გამომდინარე მასალის შესაწავლასა და ვიზუალურად უჯეთ აღქმაში ფოტოების საშუალებით. გარდა ამისა რესურსის გამოყენება სასწავლო პროცესს ბევრად საინტერესოსა და მიმზიდველს ხდის.
დღევანდელი სასწავლო გარემოსა და მოსწავლეთა დაინტერესებიდან გამომდინარე ელექტრონული რესურსი შეესაბამება სწავლების არსებულ მოთხოვნებს. ის ეხმარება მოსწავლესა და მასწავლებელს საკლასო ოთახის პირობებში ყურადრება გაამახვილოს, როგორც საინფორმაციო მასალის საკვანძო საკითხებზე, ისე ვიზუალურ მხარეზე, რაც აადვილებს ნასწავლის შჯამებას.
აღნიშნული რესურსი მუდმივად გამომადგება მე-6
კლასში განვლილი მასალის შეჯამების დროს და ასევე სხვა ისტ-ის პედაგოგებსაც მისცემს
საშუალებას გამოიყენოს თავის მოსწავლეებთან, რადგან რესურსი არის საჯარო და განთავსებული,
ინტერნეტ სივრცეში, ამ მისამართზე: https://learningapps.org/display?v=p7ocpsgjn18
რესურსი ასევე საშუალებას იძლევა განახლების,
შესაძლებელია ცვლილებების შეტანა და ასევე სხვა საგნის პედაგოგებს შეუძლიათ მისი მოდიფიცირება
საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე.
ამ რესურსის გამოყენება გაკვეთილზე მარტივია. პროექტორის საშუალებით კლასში შესაძლებელია
მოსწავლეებისთვის სლაიდ-შოუს ჩვენება, რაც
გააადვილებს მასალის ხედვას, აღქმას
და ხელს შეუწყობს დამახსოვრებას. რაც ყველაზე
მთავარია მოსწავლეებისთვის ტესტის დასრულებისთანავე ცნობილი ხდება მიღებული ქულა.
ელექტრონული
რესურსის გამოყენების ინსტრუქცია
ელექტრონული
რესურსის ნახვა, შესაძლებელია ჩემს მიერ მითითებულ
ლინკზე. https://learningapps.org/display?v=p7ocpsgjn18
ბმულზე გადასვლა არ არის რთული, მაუსის მაჩვენებელს
როდესაც მიიყვანთ ლინკთან ctrl
ღილაკის დახმარებით დააწკაპებთ
და გადახვალთ ელექტრონულ სივრცეში, სადაც განთავსებულია რესურსი.
რესურსის გამოყენება ძალიან მარტივია, პროგრამა თვითონვე
მიგითითებთ როგორ იმოქმედოთ. მაუსზე დაწკაპებით
იწყებთ პრეზენტაციის გაშვებას, სწორი პასუხის დაფიქსირება ხდება მაუსის დაკლიკებით
სავარაუდო პასუხზე. პრეზენტაციის დროს მარტივად ფიქსირდება სწორი და არასწორი პასუხები,
პროგრამა თვითონვე გიფიქსირებს შედეგს. ხოლო ,,შემდეგ კითხვაზე“დაკლიკებით გადადიხართ მომდევნო კითხვაზე. სლაიდის ზემო კიდეზე
მოთავსებულია კითხვის ნიშანი, რომელზე დაწკაპებაც შეგახსენებთ რესურსის მიზანს და ინსტრუქციას,
ხოლო კითხვის ნიშნის გვერდით არსებული ნათურა იძლევა დახმარებას სადაც მითითებული მაქვს
განმარტებები რამდენ ქულიანია ტესტი და როგორ ხდება შეფასება. პრეზენტაციის დასრულების
შემდეგ პროგრამა თვითონვე გითვლით რაოდენობას სწორი და არასწორი პასუხების და ასევე
ანგარიშობს შედეგს პროცენტულად.
No comments:
Post a Comment