ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
ვასწავლო ნიშნავს...ვსწავლობდე მუდმივად!
Wednesday, 6 June 2018
ლიტერატურულ-შემეცნებითი წრის ,,მინდა მეტი ვიცოდე" მორიგი შეხვედრა
წრის მორიგ შეხვედრაზე ვნახეთ პრეზენტაცია ბერძნული მითოლოგიის შესახებ, მონაწილენი გულდასმით გაეცნენ ინფორმაციას, მოინიშნეს მნიშვნელოვანი საკითხები, გავეცანით ბიბლიოთეკაში არსებულ სახელმძღვანელოს ,,ბერძნული მითები". შევაჯერეთ მიღებული ცოდნა, ბავშვებმა იმსჯელეს და გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება მითოლოგიის შესახებ.
სამუშაო შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა.
მადლობა მათ!
სამუშაო შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა.
მადლობა მათ!
Wednesday, 4 April 2018
წრის მორიგი შეხვედრა
შეხვედრა დავიწყეთ გონებრივი იერიშის მეთოდით: მონაწილეებს უნდა გაეხსენებინათ მსოფლიოს რომელ საოცრებებს იცნობდნენ, რატომ ითვლება რიცხვი შვიდი განსაკუთრებილ რიცხვად?ვნახეთ თემის შესაბამისი ვიდეო მასალა და დავამუშავეთ წიგნი ,,მსოფლიოს 7 საოცრება".
მონაწილეები კითხულობდნენ წიგნს, აკეთებდნენ ჩანიშვნებს და პერიოდულად აჯამებდნენ თითოეულ თავს.გამოქონდათ შესაბამისი დასკვნები და უზიარებდნენ ერთმანეთს წაკითხულის შედეგად მიღებულ ცოდნას.
მოსწავლეების მხრიდან გაჩნდა სურვილი აღნიშნულ თემაზე გაეკეთებინათ პრეზენტაციები პროგრამა PowerPoint-ში, რასაც გაგვაცნობენ მომავალ შეხვედრაზე.
საწრეო მუშაობა საკმაოდ ნაყოფიერად და საინტერესოდ წარიმართა.
მადლობა ჩემს გონიერ ბავშვებს❤❤❤






Subscribe to:
Comments (Atom)




