შეხვედრა დავიწყეთ გონებრივი იერიშის მეთოდით: მონაწილეებს უნდა გაეხსენებინათ მსოფლიოს რომელ საოცრებებს იცნობდნენ, რატომ ითვლება რიცხვი შვიდი განსაკუთრებილ რიცხვად?ვნახეთ თემის შესაბამისი ვიდეო მასალა და დავამუშავეთ წიგნი ,,მსოფლიოს 7 საოცრება".
მონაწილეები კითხულობდნენ წიგნს, აკეთებდნენ ჩანიშვნებს და პერიოდულად აჯამებდნენ თითოეულ თავს.გამოქონდათ შესაბამისი დასკვნები და უზიარებდნენ ერთმანეთს წაკითხულის შედეგად მიღებულ ცოდნას.
მოსწავლეების მხრიდან გაჩნდა სურვილი აღნიშნულ თემაზე გაეკეთებინათ პრეზენტაციები პროგრამა PowerPoint-ში, რასაც გაგვაცნობენ მომავალ შეხვედრაზე.
საწრეო მუშაობა საკმაოდ ნაყოფიერად და საინტერესოდ წარიმართა.
მადლობა ჩემს გონიერ ბავშვებს❤❤❤
No comments:
Post a Comment