Wednesday, 4 April 2018

წრის მორიგი შეხვედრა

შეხვედრა დავიწყეთ გონებრივი იერიშის მეთოდით: მონაწილეებს უნდა გაეხსენებინათ მსოფლიოს რომელ საოცრებებს იცნობდნენ, რატომ ითვლება რიცხვი შვიდი განსაკუთრებილ რიცხვად?ვნახეთ თემის შესაბამისი ვიდეო მასალა და დავამუშავეთ წიგნი ,,მსოფლიოს 7 საოცრება". მონაწილეები კითხულობდნენ წიგნს, აკეთებდნენ ჩანიშვნებს და პერიოდულად აჯამებდნენ თითოეულ თავს.გამოქონდათ შესაბამისი დასკვნები და უზიარებდნენ ერთმანეთს წაკითხულის შედეგად მიღებულ ცოდნას. მოსწავლეების მხრიდან გაჩნდა სურვილი აღნიშნულ თემაზე გაეკეთებინათ პრეზენტაციები პროგრამა PowerPoint-ში, რასაც გაგვაცნობენ მომავალ შეხვედრაზე. საწრეო მუშაობა საკმაოდ ნაყოფიერად და საინტერესოდ წარიმართა. მადლობა ჩემს გონიერ ბავშვებს❤❤❤

კრიატიულები და შემოქმედებითები

ჩამოუყალიბდათ წაკითხულის გააზრების, ინფორმაციის დახარისხების და წარმოდგენის უნარები

ლიტერატურულ-შემეცნებითი წრის ,,მინდა მეტი ვიცოდე,, რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა.

მონაწილენი დაიყვნენ ჯგუფებად, თითოეულ ჯგუფში დამუშავდა თით წიგნი: ,,კოშკები და ცათამბჯენები" , ,,ვულკანები", ,,ჩვენი დედამიწა". მონაწილეებმა წაიკითხეს აღნიშნული წიგნები, მონიშნეს საკვანძო საკითხები, ამოიწერეს მნიშვნელოვანი ცნობები და ერთმანეთს გაუზიარეს წაკითხული. მნიშვნელოვანი იყო, რომ მოკლე დროში დამუშავდა საკმაოდ დიდი მასალა.მოსწავლეებს ჩამოუყალიბდათ ჩანიშვნებით კითხვის უნარ-ჩვევები.

ლიტერატურულ-შემოქმედებითი წრის ,,მინდა მეტი ვიცოდე" პირველი დღე

დღე პოზიტიურად დავიწყეთ: გავეცანით წრის სამოქმედო გეგმას, შევიმუშავეთ ქცევის წესები, დავსახეთ მოლოდინები, შევთანხმდით აქტივობებზე და ჯგუფებში ინტელექტუალური თამაში ,,ტაიმ-აუტი,, ვითამაშეთ....რასაც მონაწილეებმა საკმაოდ კარგად გაართვეს თავი. დღე პოზიტივით და ინფორმაციულად დატვირთული აღმოჩნდა..☺ მადლობა ჩემს მონაწილეებს აქტიურობისათვის

ლიტერატურულ-შემეცნებითი წრე ,,მინდა მეტი ვიცოდე"

მოგესალმებით! ხაშურის რაიონის სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლაში ფუნქციონირებას იწყებს ლიტერატურულ-შემეცნებითი წრე ,,მინდა მეტი ვიცოდე" წრის ხელმძღვანელი -ფიქრია მახარაშვილი. წრე მიზნად ისახავს მოსწავლეებს გაუღვივოს ინტერესი წიგნისადმი, განუვითაროს მეტყველების კულტურა, აზიაროს სიახლეებს, გამოუმუშაოს გააზრებული კითხვის, შემეცნებითი და ანალიტიკური უნარები, გაუფართოოს თვალსაწიერი. მონაწილენი გაეცნობიან სხვადასხვა სახის ლიტერატურას, მოაწყობენ ვიქტორინას და ლიტერატურულ საღამოს, შეხვდებიან მათთვის საყვარელ მწერლებსა და პოეტებს